„საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021173
158
26/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
010240030.10.003.021173
„საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2019 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2016, 010240030.10.003.019395) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  და მე-4 პუნქტები:

„3. ანაზღაურებას ექვემდებარება  საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს იმ მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, მიუხედავად გარდაცვალების თარიღისა.

4. ანაზღაურებას ექვემდებარება საზღვარგარეთ მკვდრადშობილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, თუ ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია.“.

 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, როდესაც განმცხადებელი ოჯახის წევრი  წარმოადგენს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის დეკლარანტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − წინა საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება 100 000 ლარს.“.

3. მე-4  მუხლის  მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  2პუნქტი:

„21. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის  საქართველოში გადმოსვენების შესახებ განცხადებით მიმართვისას, თუ ოჯახის შესაბამისი წევრის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მიმართვის უფლება გადადის რიგითობით მომდევნო კატეგორიის ოჯახის წევრზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე