დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016591 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 22/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016474) დამტკიცებული თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „რ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „რ1. უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების საკონსულტაციო ორგანოში/მრჩეველთა საბჭოში ადმინისტრაციის წევრობასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დაკავშირებულია საწევრო შენატანის გადახდასთან.“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოებია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები.“; ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოები იქმნება ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, კონკრეტული გრძელვადიანი მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.“ ; ბ.გ) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები