„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.021235
220
10/05/2019
ვებგვერდი, 14/05/2019
120020000.10.003.021235
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №220

2019 წლის 10 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2017, 120020000.10.003.020007) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების, გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა დარსალია − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი;

მალხაზ მიქელაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი − კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლევან წურწუმია − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი;

დიანა ბალარჯიშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი − კომისიის წევრი, პასუხისმგებელი მდივანი;

ნუგზარ დუნდუა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

ზვიად გორელიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ს/პ ვიცე-პოლკოვნიკი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

კარლო ცქიტიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი;

ირმა გაბუნია − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  ინსპექტორი − კომისიის წევრი;

ლევან მაჭავარიანი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი − კომისიის წევრი;

მინდია გრძელიძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი;

მერაბ არახამია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე −  კომისიის წევრი, ექსპერტი;

ირაკლი გოცაძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

გალაქტიონ ხახუბია − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის (გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით) ხელმძღვანელი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

გრიგოლ კობიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

ნოდარ ხორბალაძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი −  კომისიის წევრი, ექსპერტი;

თედო გორგოძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილების უფროსი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

ზვიად ზვიადაძე − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი −  კომისიის წევრი;

მაია ზავრაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი −  კომისიის წევრი;

გიზო ჭელიძე − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი −  კომისიის წევრი;

გიორგი ლილუაშვილი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე