„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021236
221
14/05/2019
ვებგვერდი, 15/05/2019
470230000.10.003.021236
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2019 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2019, 470230000.10.003.021024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“) აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) შპს „დაბა აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურის შესყიდვა.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

9 612.3

1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

764.0

1.2. აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

8 448.3

 

1.3. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების ხაზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

400.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

1 961.7

 

2.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო  გადასახადის  გადახდა

461.7

 

2.2. ფუნქციონირებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

1 500.0

3

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

3 628.0

 

3.1.  52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით

260.0

3.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შესყიდვა

2 808.0

3.3. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

560.0

4

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის:

800.0

 

4.1. სამედიცინო აპარატურისა  და მოწყობილობების შესყიდვა

600.0

 

4.2. სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

200.0

5

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

300.0

6

დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა და აღჭურვა

2 620.0

7

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“)  აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

600.0

8

ქ. რუსთავში ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო  ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვა

50.0

9

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

10

შპს „დაბა აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურის შესყიდვა

380.0

 

სულ:

20 000.0.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე