„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021238
223
14/05/2019
ვებგვერდი, 15/05/2019
470230000.10.003.021238
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2019 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის  გაცემის წესისა და პირობების  შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დდგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებ­ელ­­მა ნებართვის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით გან­­სა­ზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებით განსაზღვრული არასპეციალიზებული, სპეციალიზებული და შერეული სტაციონარების შემთხვევაში უნდა დააკმაყო­ფი­ლოს ამ დადგენილების №21 დანართით განსაზღვრული საერთო სანებართვო პირობები და, საქმიანობის შე­სა­ბა­მი­სად, და­მატებითი სანებართვო პირობები, ხოლო ამავე ბრძანებით განსაზღვრული სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის შემთხვევაში − ამ დადგენილების №22 დანართით განსაზღვრული პირობები, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული გა­მონაკ­ლი­სისა.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გასცეს შესაბამისი სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა: არასპეციალიზებული/ სპეციალიზებული/შერეული სტაციონარული დაწესებულებისათვის და/ან სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული დაწესებულებისათვის. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მოწმობას ასევე შესაძლოა, ახლდეს დანართ(ებ)ი, რომელშიც/რომლებშიც მითითებულია დამატებით მოთხოვნებს დაქვემდებარებული ყველა ის სამედიცინო საქმიანობა, რომელსაც ეწევა დაწესებულება.“;

ბ)  მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი პირი ვალდებულია, 2020 წლის 1 იანვრამდე თავისი  საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს №22 დანართით განსაზღვრულ განსხვავებულ პირობებთან და 2020 წლის 1 ივნისამდე მოიპოვოს ნებართვა ამ დანართით განსაზღვრული წესით.“.

2.  დაემატოს შემდეგი შინაარსის №22 დანართი:

„დანართი №22

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობები

სანებართვო პირობები

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

 

 

ფართობი ერთ სტაციონარულ საწოლზე უნდა იყოს არანაკლებ 30 კვ.მ-ისა, შიდა პერიმეტრზე გაანგარიშებით

ა) განცალკევებით ფუქციონირებადი სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი სტაციონარის შიდა პერიმეტრში არ უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფართობი, რომელიც გასხვისებულია (გაცემულია იჯარით) ან დაწესებულების მიერ გამოიყენება კომერციული და სხვა მიზნებისათვის, რომლებიც ფუნქციურად არ უკავშირდება აღნიშნული დაწესებულების მიერ სამედიცინო საქმიანობის წარმოებას;

ბ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში,  აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ ფართზე, რომელიც უშუალოდ არის გამოყოფილი ამ ტიპის სერვისისათვის

2

არის პალატა/პალატები, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

2.1

 

 

ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე – არანაკლებ 8 მ2-ისა, პედიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილ პალატაში – არანაკლებ 6 მ2-ისა

 

2.2

თითოეულ პალატაში არა უმეტეს ორი საწოლისა

 

2.3

 

საწოლებს შორის დაშორება – სულ მცირე, 1,2 მ

 

2.4

 

პალატა უნდა იყოს იზოლირებული, დაუშვებელია ერთმანეთში გამავალი პალატების არსებობა

 

2.5

პალატას უნდა გააჩნდეს ბუნებრივი განათების წყარო

 

2.6

ყველა პალატას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სანიტარიული კვანძი (ტუალეტი, ხელსაბანი, საშხაპე)

ყოველ  25 პალატამდე (<25), სულ მცირე, ერთი პალატის სანიტარიული კვანძი  ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისათვის

2.7

ბავშვთა, ასევე მამაკაცთა და ქალთა პალატები გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისაგან

ერთი პალატის ფარგლებში არ უნდა მოხდეს მოზრდილისა და ბავშვის, მამაკაცისა და ქალის განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და თავად ითხოვენ ერთად განთავსებას

3

 

დერეფნის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,8 მ-ს

პაციენტთა ეტლით გადაადგილების უზრუნველსაყოფად

4

დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი სერვისების მიწოდებას

 

4.1

რენტგენოლოგიური სერვისი

ა) არ მოითხოვება ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებისას;

ბ) შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) თუ სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარი ინტეგრირებულია სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, არ მოეთხოვება ცალკე რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

4.2

ულტრაბგერითი გამოკვლევის უზრუნველყოფა

ა) არ მოითხოვება ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებისას;

ბ) შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) თუ სარეაბილიტაციო -გამაჯანსაღებელი სტაციონარი ინტეგრირებულია სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, არ მოეთხოვება ცალკე ულტრაბგერითი სერვისის უზრუნველყოფა

4.3

კარდიოგრაფი

 

4.4

კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები, აგრეთვე, პროფილის გათვალისწინებით – სტანდარტული კვლევები

ა) შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე, ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) თუ სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარი ინტეგრირებულია სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, არ მოეთხოვება ცალკე ლაბორატორიული სერვისების უზრუნველყოფა

5

საპროცედურო სივრცე(ები), ფართობით არანაკლებ 12 მ2-ისა

ყოველ 50-მდე საწოლზე (<50) არანაკლებ 1-ისა

 

6

ექიმის საკონსულტაციო სივრცე(ები), ფართობით არანაკლებ 12 მ2-ისა

ყოველ 50-მდე საწოლზე (<50) არანაკლებ 1-ისა

 

7

სარეაბილიტაციო სივრცე (სივრცეები)

სულ მცირე − 1, ამასთან 50 საწოლამდე (<50) არანაკლებ 25 მ2-ისა

8

უნდა ჰქონდეს მისაღები, შემდეგი სივრცეებით:

 სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში:

ა) მისაღები შეიძლება იყოს ინტეგრირებული საერთო მისაღებთან, ამასთან, დაცული უნდა იყოს ამ სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) მისაღები შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, განკუთვნილი სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტისათ-ვის

8.1

მოსაცდელი (ჰოლი)

მომლოდინე პაციენტების, ასევე მათი ახლობლებისათვის,

8.2

სივრცე(ები) მნახველებისათვის

სადაც შესაძლებელია პრივატული გარემოს უზრუნველყოფა

8.3

სველი წერტილი (ტუალეტი, ხელსაბანი)

 

9

უნდა იყოს ოთახ(ებ)ი მომსახურე პერსონალისათვის

ა) ცალ-ცალკე ქალებისა და მამაკაცებისათვის;

ბ) სანიტარიული კვანძით (ტუალეტი, ხელსაბანი, საშხაპე), გამოსაცვლელითა და მოსასვენებლით

 

 

10

 

 

უნდა იყოს ფუნქციონირებადი ლიფტი და პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის

შესაბამისი სათავსების ერთზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში

 

 

 

11

 

 

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღებისთვის, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად

 

12

 

 

შესაძლებელი უნდა იყოს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

 

შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

13

ნოზოკომიური ინფექციების  აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

 

14

განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა

 

15

უწყვეტი ელექტრომომარაგება

ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო

16

უწყვეტი წყალმომარაგება

 

 

17

დაწესებულების ეზო უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ნარჩენებისგან

 

ეზოს არსებობის შემთხვევაში.

საერთო სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ეზოს სისუფთავის უზრუნველყოფა ამ ტერიტორიაზე განთავსებული, ნებართვის მაძიებელი/მფლობელი თითოეული სუბიექტის ვალდებულებაა

18

ექიმ-სპეციალისტები

 

ა)

შესაბამისი სპეციალობის ექიმ(ებ)ი

ა) სერვისის პროფილის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფილია ხელმისაწვდომობა ადგილზე ან ხელშეკრულებით, წინასწარ გაწერილი გრაფიკით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებით (60-წუთიანი ინტერვალით)

ბ)

ექიმი − ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის სპეციალისტი

 

19

საექთნო მომსახურება

ა) უზრუნველყოფილია სერვისის 24/7 ხელმისაწვდომობა ადგილზე;

ბ) ექთნის ფუნქციები: საექთნო საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, ასევე პაციენტის მოვლა;

გ) ექთნების რაოდენობა და სამუშაო ადგილებზე განაწილება (მათ შორის, საწოლფონდის გათვალისწინებით) განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

20

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი

 

21

უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მედიკამენტების სათანადო პირობებში (ინსტრუქციის შესაბამისად) შენახვა (მ. შ. მაცივარი მედიკამენტებისათვის)

 

22

უნდა არსებობდეს სივრცე სპორტული და/ან ფიზიკური სარეკრეაციო აქტივობების განხორციელებისათვის

ა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს წლის ყველა სეზონზე;

ბ) დამატებით შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს დაწესებულების ეზო, შესაბამისად მოწყობილი არეებით

23

კვებით უზრუნველყოფა

ა) შესაძლებელია, განხორციელდეს ნებართვის მფლობელის მიერ უშუალოდ ან სერვისის შესაბამის მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) მზა საკვებით მომარაგების შემთხვევაში, ადგილზე შესაძლებელი უნდა იყოს საკვების სათანადო პირობებში განთავსება, შენახვა და პაციენტებისათვის მიწოდება

24

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

 

25

უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა

სისტემა მოიცავს:

ა) რეაბილიტაციის პროგრამისა და მიწოდებული სერვისის ხარისხის შეფასებისთვის, ასევე გამოყენებული რესურსების შესაბამისობის განსაზღვრისთვის სტანდარტებისა და კრიტერიუმების შემუშავებას;

ბ) სარეაბილიტაციო გამოსავლების შეფასებას;

გ) სარეაბილიტაციო გამოსავლების შედეგების ანალიზს;

დ) შედეგების ანალიზიდან გამომდინარე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სერვისების მუდმივ გადახედვას

26

უნდა არსებობდეს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და აღჭურვილობის შესანახ(ებ)ი (მ. შ. კარადები)

 

27

ყველა პაციენტისათვის, მიუხედავად მათი დაყოვნებისა, უზრუნველყოფილია,

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება

შენიშვნა:  გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან ან გადიან ანტივირუსული მკურნალობის კურსს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის   განმავლობაში;

ბ) დასრულებული აქვთ ანტივირუსული მკურნალობის კურსი (მ. შ. შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), რაც დასტურდება სათანადო დოკუმენტური მტკიცებულებით;

გ) ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

დ) ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე და დადგენილი აქვთ დადებითი შედეგი, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

ე) 18 თვემდე ასაკის ბავშვები

28

დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია, სტაციონარული დაწესებულების საევაკუაციო გასასვლელით  სარგებლობა, თუ  შენობა-ნაგებობის დაგეგმარება იძლევა ამის საშუალებას

29

 

 

 

 

 

უნდა არსებობდეს რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

 

 

 

 

ა) დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ნებართვის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მიმართვისათვის/გადაყვანისათვის;

ბ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია,

სტაციონარული დაწესებულების რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმით სარგებლობა

30

 

 

 

უნდა აწარმოებდეს პერიოდულ  ანგარიშგებას ნებართვის გამცემთან, დადგენილი წესითა და ვადაში

 

 

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში, წარედგინება ერთიანი ანგარიში.“.

31

 

 

 

 

 

 

დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო  ადგილას განთავსებული  ან  ხელმისაწვდომი უნდა იყოს   ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე