მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016370
18
21/05/2019
ვებგვერდი, 23/05/2019
190020020.35.159.016370
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2019 წლის 21 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/03/2019, 190020020.35.159.016361) და,

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დანართი №1-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა“.

4. დანართი №1-ის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული (რეგისტრაციის ადგილი უნდა დასტურდებოდეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტით), მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის, გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს და დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხას.“.

5. დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა (გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში რამდენიმე მეზობელმა, მათ შორის, მერის წარმომადგენლის ხელმოწერილი, ერთობლივი განცხადებით) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:“.

6. დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი;“.

7. დანართი №1-ის მე-5 მუხლის  მე-9 პუნქტს დაემატოს ,,ა.ე“ ქვეპუნქტი:

,,ა.ე) ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციარების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;“.

8. დანართი №1-ის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტს დაემატოს ,,ა.ვ“ ქვეპუნქტი:

,,ა.ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;“.

9. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტი.

10. დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს ,,ა.ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ე) ბენეფიციარის (სტუდენტის) დაბადების მოწმობის ასლი;“.

11. დანართი №1-ის მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უხლი 8.  სოციალური და ჯანდაცვის საკითხების განმხილველი საბჭო.“.

12. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბჭოს ძირითადი მოწყვლადი ჯგუფია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც არ არის ამ წესის პირველი-მე-7 მუხლების ბენეფიციარი და პირი, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ.: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები).“.

13. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მერის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერისათვის საკითხის განსახილველად გადაგზავნამდე უნდა შეადგინოს დანართი 2-ით წარმოდგენილი აქტი და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული მასალები უმოკლეს ვადებში გადააგზავნოს მერთან.“.

14. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური სწავლობს მერის სახელზე შემოსულ განცხადებას და განსაზღვრავს განსახილველი განცხადების ამ წესის პირველი-მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის საკითხს ან წარმოდგენილი განცხადების პირველი-მე-7 მუხლების ფარგლებში დაკმაყოფილების შესაძლებლობის არარსებობისას მიმართავს მერს საკითხის საბჭოსათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე.“.

15. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.“.

16. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე