„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 13/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016305
10
13/06/2019
ვებგვერდი, 17/06/2019
300280020.16.009.016305
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №10

2019 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის № 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 4 მაისის N2326-IIს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 იანვრის №18 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგოსისტემის  ელექტრულ  ქსელებში  ელექტროენერგიის ნორმატიული  დანაკარგების  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის № 34 დადგენილების (სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016235) მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან     –  10.37  %, მათ შორის:

  • 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.71% %;
  • 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის    – 4.81%  %;
  • 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის       – 3.85%  %.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია