„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 117/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017741
117/ნ
19/06/2019
ვებგვერდი, 19/06/2019
430030000.22.022.017741
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №117/ნ

2019 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 წ., №126, მუხ. 1840) და ბრძანების:

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებულისაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1) 251 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეეზღუდა სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება, ამ შეზღუდვის ძალაში შესვლიდან 4 თვის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია ცენტრში წარადგინოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც ცენტრი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახორციელებს მონიტორინგს.

3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 4 თვით ადრე არ წარმოადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს, ცენტრი საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მონიტორინგს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალაში დარჩეს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;

დ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.“;

ბ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი №2) 18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 19 მუხლი:

მუხლი 19. საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენისათვის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენისათვის, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესი, საფასური გამოითვლება კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით და შეადგენს:

კაც/დღეები

ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) საფასური (ლარი) მივლინების საჭიროების გარეშე

ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) საფასური (ლარი) მივლინების საჭიროების შემთხვევაში

20

3650

5406

21

3817

5754

22

3984

6100

23

4151

6447

24

4318

6793

25

4486

7140

26

4653

7486

27

4820

7834

28

4987

8181

29

5155

8527

30

5322

8874

31

5489

9220

32

5656

9567

33

5823

9914

34

5991

10261

35

6158

10607

36

6325

10954

37

6492

11300

38

6660

11647

39

6827

11995

40

6994

12341

41

7161

12688

42

7328

13034

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.