,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13/16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016424
13/16
26/06/2019
ვებგვერდი, 01/07/2019
010250020.35.111.016424
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №13/16

2019 წლის 26 ივნისი

ქ. ფოთი

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის 14/18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016208) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პარკირების საფასური

1. დადგინდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 1 დღე – 1 (ერთი) ლარი;

ბ) 7 დღე – 5 (ხუთი) ლარი;

გ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი;

დ) 180 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი;

ე) 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.

სპეციალურ და  სატვირთო ავტომობილებზე:  

ა) 1 დღე – 2 (ორი) ლარი;

ბ) 10 დღე –  10 (ათი) ლარი;

გ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;

დ) 180 დღე – 150 (ასორმოცდაათი) ლარი;

ე) 365 დღე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

2. პარკირების საფასურის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება ფასიანი პარკირების ადგილზე პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი  1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. კონტროლი და პასუხისმგებლობა

1. წინამდებარე წესის/პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება (მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის  27-ე ნაწილის,  2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს ადგენს,  საქმეებს განიხილავს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური  ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. პარკირების სფეროს მართვის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, წინამდებარე წესის/პირობების დარღვევის ან დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება უსაფრთხოების ნორმების დაცვით გადაიყვანოს მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია