საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016308
13
27/06/2019
ვებგვერდი, 28/06/2019
300280000.16.009.016308
საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №13

2019 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  № 20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა.ა) მე-3 მუხლის 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).“;

ა.ბ) 261 მუხლის მე-8 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ა.გ) 27-ე მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №4 დანართის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2) „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  № 12 (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლის 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. განაწილების ლიცენზიატმა და მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყონ მათ მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატისა და მიმწოდებლის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).“.

ბ) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 191 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3) „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლის 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).“;

ბ) 181 მუხლის მე-8 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

გ) მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია №3 დანართით, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე.“;

დ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვრება 2 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა მისი პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, მე-2 პუნქტის „ა“ და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებისა,  ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ივლისიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, მე-2 პუნქტის „ა“ და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია