„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
27/06/2019
ვებგვერდი, 28/06/2019
300280000.16.009.016309
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/06/2019 - 04/07/2019)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №14

2019 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა  და  წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს დადგენილება, გარდა მისი პირველი პუნქტით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-13 მუხლის,  25-27-ე მუხლების, №1 დანართის მე-4 პუნქტისა და №3 დანართისა, ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ივლისიდან.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლი, მე-13 მუხლი, 25-27-ე მუხლები, №1 დანართის მე-4 პუნქტი და №3 დანართი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.“.

2. პირველი პუნქტით დამტკიცებულიმომსახურების ხარისხის წესების:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ჰ4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) წყვეტის დასასრული  ამომრთველის ან/და გამთიშველის კონტაქტების, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის, ან სხვა ანალოგიური მოწყობილობის ჩართვის დრო, რის შედეგადაც ხდება მომარაგების აღდგენა, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში – მომხმარებლის ობიექტთან არსებულ იმ უახლოეს რეგულატორამდე ან ჩამკეტ-მარეგულირებელ არმატურამდე მიწოდების დრო, რომლის ჩართვის (ლიცენზიატის ტექნიკური სამსახურის ზემოქმედებით) შედეგად, მომხმარებელს ეძლევა ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალება;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება.“;

გ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:

გ.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) არაგეგმური წყვეტის შემთხვევაში – საწარმო ვალდებულია, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს, რომელთაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული აქვთ საწარმოსათვის, მათ მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით) დაუყოვნებლივ, მაგრამ წყვეტის დასაწყისიდან არაუგვიანეს 3 საათისა, აცნობოს გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. მომხმარებელი მიიჩნევა ინფორმირებულად, თუ წყვეტა აღმოიფხვრა შეტყობინებაში მითითებულ დროში, არაუმეტეს 2-საათიანი ცდომილებით. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა შესაბამის თვითმმართველ ერთეულში  არსებულ  მომხმარებელთა  2  პროცენტზე  მეტს, მაგრამ  არანაკლებ  500  მომხმარებლისა, საწარმომ ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე;“;

გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და დაიწყოს მომარაგება „მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, დადგენილ ვადაში (სტანდარტი მოქმედებს ისეთი მიერთების მოთხოვნაზე, რომელზეც არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო წყალმომარაგების სექტორში, ასევე, მომხმარებლისთვის ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე, რომელზეც ვრცელდება აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური);“;

გ.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიაერთოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და დაიწყოს მომარაგება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, დადგენილ ვადაში.“;

დ) მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისათვის საჭირო დრო აითვლება „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესახებ“ მომხმარებლის განაცხადის მიღებიდან და სრულდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებითა და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების  დაწყებით.“;

ე) მე-18 მუხლის:

ე.ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საწარმომ, ყოველი კალენდარული წლის 10 იანვრისათვის, ელექტრონული ჟურნალის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს მისი აბონენტების რაოდენობა წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგიონების მიხედვით.“;

ე.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესების მიზნებისთვის, საწარმო უფლებამოსილია კონკრეტული დროის პერიოდი წყვეტების ელექტრონულ ჟურნალში შეაფასოს გარე მიზეზის არსებობის დროდ 1 თვის განმავლობაში, საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი დოკუმენტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყვეტა ჩაითვლება შიდა მიზეზით გამოწვეულად.“;

ვ) მე-19 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეტყობინებაში მითითებული წყვეტის დასრულების თარიღი და დრო;“;

ვ.ბ) პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ.გ) მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეტყობინებაში მითითებული წყვეტის დასრულების თარიღი და დრო;“;

ვ.დ) მეორე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ე) განაცხადის  შემოსვლის თარიღი;

ვ) აბონენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა;

ზ) აბონენტად რეგისტრაციის ფაქტობრივი თარიღი.

თ) რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი);

ი) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.“;

ვ.ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მოთხოვნილი პაკეტის პარამეტრები და ღირებულება;

ე) განაცხადის  შემოსვლის თარიღი;

ვ)  მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ზ) მომარაგების დაწყების ბოლო ვადა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);

თ) მომარაგების დაწყების ფაქტობრივი დრო;

ი)  დოკუმენტი მომსახურების შესრულება/არშესრულების (ხარვეზის დადგენის შესახებ) შესახებ;

კ) კომპენსაციის ოდენობა სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ლ) კომპენსაციის დაფარვის ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად);

მ) კომპენსაციის დაფარვის (სააბონენტო ბარათზე ასახვის) ფაქტობრივი თარიღი;

ნ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.“;

ზ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. საწარმომ კონკრეტული მომსახურების გაწევის დადასტურების მიზნით ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი.

2. ამ წესების მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, საწარმომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს:

ა) იმ მედიასაშუალების დასახელება, რომლითაც მოხდა მოსახლეობის ინფორმირება – მხოლოდ წესების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) გარე მიზეზის არსებობისას, მისი დასაბუთება.

3. მე-19 მუხლის მე-4-მე-6 და მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საწარმომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს:

ა) მომხმარებლის მიმართვა;

ბ) საწარმოს დასაბუთებული პასუხი/ტექსტური შეტყობინება ან რეაგირების დამადასტურებელი საბუთი;

გ)  კომპენსაციის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

4. მე-19 მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საწარმომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს:

ა) ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული განაცხადი;

ბ) მომარაგების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კომპენსაციის შემთხვევაში, კომპენსაციის დაფარვის  დამადასტურებელი  დოკუმენტი.“;

თ) 29-ე მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესების  მე-18 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტების მოთხოვნების შესრულებისათვის საწარმოებს განესაზღვროთ დრო:

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში – კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში (როგორც ეს განსაზღვრულია „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით);

ბ) ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში – 2020 წლის პირველ იანვრამდე.“.

თ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. 2021 წლის პირველ იანვრამდე, მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე მომხმარებლების ინფორმირების სტანდარტის მიზნებისათვის, არაგეგმური წყვეტის აღმოფხვრის დროის (რომელიც მითითებულია მომხმარებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში) დასაშვები ცდომილებაა 3 საათი.

8. 2020 წლის პირველ იანვრამდე, ელექტრონულ ჟურნალებში აისახება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ა) მომარაგების გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: გათიშვის არეალი; წყვეტის მიზეზი (გარე/შიდა); გამორთულ მომხმარებელთა რაოდენობა; წყვეტის დაწყებისა და დასრულების როგორც დაგეგმილი (შეტყობინებაში მითითებული), ასევე ფაქტობრივი თარიღი და დრო; მომხმარებლის ინფორმირების ბოლო ვადა (გათვალისწინებული ამ წესებით); მომხმარებლის ინფორმირების ფაქტობრივი დრო; დროულად ინფორმირებულ მომხმარებელთა რაოდენობა; გამორთულ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც საკონტაქტო ინფორმაცია მიწოდებული აქვთ საწარმოსთვის; გამორთულ მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი თვითმმართველ ერთეულში; ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

ბ) არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: გათიშვის არეალი; წყვეტის მიზეზი (გარე/შიდა); წყვეტის ტიპი (მარტივი/რთული); გამორთულ მომხმარებელთა რაოდენობა; წყვეტის დაწყების თარიღი, დრო; წყვეტის დასრულების მაქსიმალური თარიღი, ვადა (ამ წესების შესაბამისად); წყვეტის დასრულების ფაქტობრივი თარიღი, დრო; დროულად ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობა; ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

გ) დავალიანების გადაუხდელობის გამო გათიშული მომხმარებლის მომარაგების აღდგენის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება); აბონენტის მისამართი; აბონენტის ნომერი; მომხმარებლის მიერ გადახდის ასახვის, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ან ეტაპობრივად გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების დრო; მომარაგების აღდგენის ფაქტობრივი დრო; ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

დ) მომხმარებლის მიმართვაზე რეაგირების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება); აბონენტის მისამართი; აბონენტის ნომერი; მიმართვის შემოსვლის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი; პასუხის გაცემის ან/და რეაგირების ბოლო ვადა; პასუხის გაცემის ან/და რეაგირების ფაქტობრივი თარიღი; მოთხოვნის დაკმაყოფილების/დაუკმაყოფილებლობის შესახებ ინფორმაცია; რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და  მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი); ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

ე) მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება); აბონენტის მისამართი; აბონენტის ნომერი; მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო; მიმართვის შემოსვლის თარიღი; პასუხის გაცემის (სამუშაოს შესრულების) ბოლო ვადა; პასუხის გაცემის (სამუშაოს შესრულების)  ფაქტობრივი თარიღი; რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და  მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი); ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

ვ) აბონენტად რეგისტრაციის ელექტრონულ ჟურნალში: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება); მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება; აბონენტად რეგისტრაციის ნომერი; მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო; განაცხადის  შემოსვლის თარიღი; აბონენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა; აბონენტად რეგისტრაციის ფაქტობრივი თარიღი; რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და  მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი); ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

ზ) ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება); მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება; მოთხოვნილი პაკეტის პარამეტრები და ღირებულება; განაცხადის  შემოსვლის თარიღი; მომარაგების დაწყების ბოლო ვადა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად); მომარაგების ფაქტობრივი ვადა;  დოკუმენტი მომსახურების შესრულება/არშესრულების შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ); კომპენსაციის ოდენობა მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში; კომპენსაციის დაფარვის ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად); კომპენსაციის დაფარვის (სააბონენტო ბარათზე ასახვის) ფაქტობრივი ვადა; ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;

თ) მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება); აბონენტის მისამართი; აბონენტის ნომერი; მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო; მიმართვის შემოსვლის თარიღი; პასუხის გაცემის (სამუშაოს შესრულების) ბოლო ვადა; პასუხის გაცემის (სამუშაოს შესრულების)  ფაქტობრივი თარიღი; რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და  მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი); ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.“.

ი) №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საერთო სტანდარტი

მომსახურება

წლიური სამიზნე მაჩვენებლები

1

მომხმარებელთა ინფორმირება მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე

სტანდარტის   შესასრულებლად   წყვეტის  შესახებ ინფორმაცია 90%-ში უნდა იყოს დროულად მიწოდებული.  იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი  დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

 

საწარმოს მიერ აღნიშნული სტანდარტის შესრულება გამოითვლება წლის განმავლობაში დროულად ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობისა და იმ გამორთული მომხმარებლების საერთო რაოდენობის თანაფარდობით, რომლებსაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული ჰქონდათ საწარმოსთვის.

2

შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლის მომარაგების აღდგენა

არაგეგმური წყვეტის შედეგად გამორთული მომხმარებლების 80%-ს მომარაგება უნდა აღუდგეს დროულად. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1%-ზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

 

საწარმოს მიერ აღნიშნული სტანდარტის შესრულება გამოითვლება წლის განმავლობაში დროულად აღდგენილი მომხმარებლებისა და გამორთული მომხმარებლების საერთო რაოდენობის თანაფარდობით.

3

ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე

სტანდარტის   შესასრულებლად     შემოსული   ზარების   80%-ს   პასუხი   უნდა გაეცეს  დროულად. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად  გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01 პროცენტით (%).

4

მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება

თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს ან შეამციროს Q ფაქტორის შესაბამისად.

კ) №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

გარანტირებული სტანდარტი

მომსახურება

კომპენსაციის ოდენობა

1

დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

2

მომხმარებელთა მიმართვებზე დასაბუთებული პასუხის ან ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

3

მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე  აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

4

აბონენტად დარეგისტრირება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

5

მომხმარებლის     მიმართვის     საფუძველზე     მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

6

სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის ყოველი გადაცილებისას მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

 

შენიშვნა: ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში ერთობლივი განაცხადით მიერთების/სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნისას მომხმარებელს კომპენსაცია უნდა დაერიცხოს მოთხოვნილი სიმძლავრის/სასმელი წყლის წარმადობის პროპორციულად, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების/მოცულობის გაზრდის მოთხოვნისას – თანაბარწილად.

7

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება.

8

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება.

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ივლისიდან.

 


კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია