„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 310120000.22.024.016606
1-1/331
08/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
310120000.22.024.016606
„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/331

2019 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების  მინისტრის  2012   წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/06/2012; სარეგისტრაციო კოდი  310120000.22.024.016184)   დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები :

1.  ამ წესის მე-3 მუხლის:
ა)  41  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. მგზავრის მიერ მატარებელში თამბაქოს მოწევის შემთხვევაში, თანამშრომელი უფლებამოსილია მოსთხოვოს აღნიშნულ მგზავრს პიროვნების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა. თუ მგზავრს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არსებობს შესაბამისი მოწმე მისი იდენტიფიცირებისთვის, თანამშრომლის ან თანამშრომლის დავალებით, სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება  ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.;

ბ)  51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„51. ამ მუხლის  41  პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ სახდელს,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის მე-3-41 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს (დანართი 11), ხოლო თუ სამართალდამრღვევი არ ეთანხმება მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს, ამ შემთხვევაში დგება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი 21), ასევე  გამოიწერება საჯარიმო ქვითარი“;

 გ) მე-10 პუნქტის „ბ.ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ.ბ) დანართი 11 -ის შემთხვევაში, მე-6 პუნქტში  შეიტანება შემდეგი ფრაზა: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 1711 მუხლის მე-3 ან მე-4 ან 4ნაწილებით“.

2.  ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) დანართი 21-ის შემთხვევაში, მე-6 პუნქტში შეიტანება შემდეგი ფრაზა: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის მე-3 ან მე-4 ან 4ნაწილებით“.

3.   ამ წესის 11 და 2დანართები დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა