შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორთა პირველი კრების გაგრძელების შესახებ

შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორთა პირველი კრების გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/7623-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/7623-18
05/07/2019
ვებგვერდი, 10/07/2019
შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორთა პირველი კრების გაგრძელების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/ 7623-18

( 330210318002347658)

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – ზაალ მარუაშვილი

განმცხადებელი შპს „სანზონა ჰაუსი“

წარმომადგენლები: ბადრი ლომთათიძე, ნათია ბაღბაია

საკითხები, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კრედიტორთა პირველი კრების მომდევნო დღის თარიღის განსაზღვრა

   სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,

გამოარკვია:

2018 წლის 14 თებერვალს, შპს „სანზონა ჰაუსის“ წარმომადგენლებმა, ბადრი ლომთათიძემ და ნათია ბაღბაიამ, განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს „სანზონა ჰაუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა კრება პირველი მოწვეული იქნა 2018 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №20 სხდომათა დარბაზში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ. ამავე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დაადგინა:

1. მოვალე, შპს „სანზონა ჰაუსის“ (ს.ნ.405161854) გადახდისუუნარობის საქმეზე, კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №59 (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

1.2. გაკოტრების მმართველის არჩევა;

1.3. შპს „სანზონა ჰაუსის“ 2018 წლის 26 აპრილის განცხადების განხილვა გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ  შპს ,,კოლხეთი გრუპთან“ 02/11/2016წ. დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლო დაფაზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                            ზაალ მარუაშვილი