,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016460
28
10/07/2019
ვებგვერდი, 11/07/2019
280010000.35.137.016460
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2019 წლის 10 ივლისი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 42 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი (სახურავი), ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვის სახით არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ღირებულებით;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 41 მუხლის პირველი პუნქტის,  42 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი