გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.166.016004
46
05/07/2019
ვებგვერდი, 11/07/2019
000000000.00.166.016004
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

აა   

განკარგულება №46

2019 ლის 5 

ქ. გურჯაანი

 

 აა დები

,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 31 მაისის №16 სხდომის ოქმის ამონაწერის საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში უსახელო ქუჩას მიენიჭოს გიორგი ორველაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვ. დამზადება, გავრცელება და სხვ.).

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5.განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე განკარგულების გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულ თავმჯდომარე  ვანო ბერიძიშვილი.