„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016312
17
25/07/2019
ვებგვერდი, 01/08/2019
300280020.16.009.016312
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №17

2019 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი შეზღუდვები:

ა) 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 250 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი;

ბ) 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 200 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი;

გ) 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 150 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი;

დ) 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 50 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი;

ე) 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 10 მგვტ სიმძლავრის  მოხმარების ან გენერაციის ობიექტი.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების ფორმალური სრულყოფილება (მათ შორის, მოიცავს თუ არა განაცხადი წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შეესაბამება თუ არა განაცხადი წესების 81 მუხლის მოთხოვნებს, გადახდილია თუ არა მიერთების პირველი ეტაპის საფასური და ა.შ.). ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გადაცემის ლიცენზიატი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე წერილობით აცნობებს განმცხადებელს (მაძიებელს) ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, გადაცემის ლიცენზიატი უბრუნებს განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიერთების საფასურს (თუ იგი გადახდილია განმცხადებლის  (მიერთების მაძიებელის) მიერ). განმცხადებლის  (მიერთების მაძიებელის) მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი იწყება თავიდან.

3. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, უარი უთხრას განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთებაზე, როდესაც მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არსებობს თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრე, ასეთი მიერთება საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას ან მისი განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის ამ წესების მე-7 მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლი არ ვრცელდება გადამცემ ქსელზე არსებულ მიერთებებზე, აგრეთვე იმ შემთხვევებზე, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულია გადამცემ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა ან მიერთების შეთავაზება, ანდა განმცხადებელს, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შორის გაფორმებულია გადამცემ ქსელზე მიერთების ხელშეკრულება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი