“მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016382
30
29/07/2019
ვებგვერდი, 02/08/2019
190020020.35.159.016382
“მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2019 წლის 29 ივლისი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 14/03/2019; 190020020.35.159.016361) დანრთი №1-ით დამტკიცებულ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამაში“ და

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით ან 100 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა მოთხოვნილი თანხის 100%-ის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, მკურნალობის ან/და გამოკვლევის (გარდა 18 წლიდან ზემოთ ასაკის პირებისათვის ფიზიოთერაპიის და მასაჟისა) დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000-მდე, მედიკამენტების შეძენისა ან/და მკურნალობის დაფინანსების მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხმობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი (ასეთის საჭიროებისას);

ა.ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მისი დაბადებიდან ორი კალენდარული თვის ვადაში განცხადების წარმოდგენისას, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს დახმარება გაეწევა პირველ ბავშვზე 250 ლარის ოდენობით და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადების შემთხვევაში გაიზარდოს და გაიცეს თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით (ბავშვების რაოდენობის პროპორციულად, პირველი ბავშვისათვის 250 ლარის ოდენობით და ყოველი დანარჩენი თითოეულისათვის დაემატოს 200 ლარის ოდენობით). ასევე ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითოეულისათვის შესაბამისი (მათი რაოდენობის მიხედვით) თანაბარი ოდენობის თანხა.

ა) ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ა.დ) ახალშობილისა და მისი დედმამიშვილის (ასეთის არსებობისას) დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

4. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 40 ლარის ოდენობით, ყიზილ-აჯლოსა და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 70 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე