შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016584
5/24
05/10/2018
ვებგვერდი, 13/08/2019
480610000.03.030.016584
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ

საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“);

თანხმდებიან რა, მოლაპარაკებები გამართონ პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააფართოონ და გააღრმაონ საკუთარი პოლიტიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების, სამართალდაცვითი, ეკონომიკური და თანამშრომლობის სხვა სფეროები;

ითვალისწინებენ რა მსოფლიო უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებს და აღიარებენ რა საკუთარი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ორმხრივი ნდობის სტაბილიზაციის თვალსაზრისით;

აცნობიერებენ რა, რომ ეფექტურმა თანამშრომლობამ შესაძლებელია მოითხოვოს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა;

სურთ რა, რომ შექმნან მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები;

ითვალისწინებენ რა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ორმხრივ ინტერესებს, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

ორმხრივად სცემენ რა პატივს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და ინტერესებს;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


 მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე შეთანხმების მიზანია , უზრუნველყოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული , თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა .

მუხლი 2

ტერმინთა განმარტება

 

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის :

1. საიდუმლო ინფორმაცია ნიშნავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას ან მატერიალურ საგანს , მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა , რომელიც მოითხოვს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას და რომლის დასაიდუმლოება განხორციელდა მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ;

2. წარმომშობი მხარე ნიშნავს იმ მხარის სახელმწიფოს , რომელიც საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს მეორე მხარის სახელმწიფოს ;

3. მიმღები მხარე ნიშნავს იმ მხარის სახელმწიფოს , რომელსაც საიდუმლო ინფორმაცია გადაეცემა მეორე მხარის სახელმწიფოსაგან ;

4. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო ნიშნავს ეროვნულ ორგანოს , რომელიც , მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების ზოგად შესრულებასა და ზედამხედველობაზე ;

5. ინფორმაციის გაცნობის საჭიროება ნიშნავს პრინციპს , რომლის თანახმად , საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს , რომელსაც აქვს ამის დადასტურებული საჭიროება , მხოლოდ მის სამსახურებრივ მოვალეობებთან ან დავალებებთან დაკავშირებით ;

6. საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება ნიშნავს , მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად , შემოწმების პროცედურის შედეგად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას , რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის სანდოობასა და საიმედოობას და ადასტურებს , რომ ფიზიკურ პირს აქვს შესაძლებლობა , გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას ;

7. საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება ნიშნავს , მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად , შემოწმების პროცედურის შედეგად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას , რომელიც განსაზღვრავს იურიდიული პირის სანდოობასა და საიმედოობას და ადასტურებს , რომ იურიდიულ პირს აქვს ფიზიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა , მოეპყრას საიდუმლო ინფორმაციას ;

8. კონტრაქტორი ნიშნავს ერთ -ერთი მხარის სახელმწიფოს იურიდიულ პირს , მათ შორის, სახელმწიფო უწყებას , რომელსაც აქვს საიდუმლო კონტრაქტების დადების უფლებამოსილება ;

9. საიდუმლო კონტრაქტი ნიშნავს ორ ან მეტ კონტრაქტორს შორის დადებულ კონტრაქტს , რომელიც , მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად , შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას , ან რომლის საფუძველზე იქმნება საიდუმლო ინფორმაცია ;

10. მესამე მხარე ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს , მათ შორის, მის იურისდიქციაში შემავალ იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს , ასევე , საერთაშორისო ორგანიზაციას , რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს .

მუხლი 3

კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები

1. წინამდებარე შეთანხმების მე -2 მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან :

a) მოლდოვას რესპუბლიკისთვისმოლდოვას რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური ;

b. საქართველოსთვისსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური .

2) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ , კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები უშუალოდ აცნობებენ ერთმანეთს საკუთარი საკონტაქტო მონაცემების და მათში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ .

3. მხარეები , დიპლომატიური არხების მეშვეობით , აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი ცვლილების შესახებ .

4. მოთხოვნის შემთხვევაში , კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციის მარეგულირებელი საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ .

5. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები ითანამშრომლებენ და ინფორმაციასა და გამოცდილებას გაუცვლიან ერთმანეთს უსაფრთხოების სტანდარტების , პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ , რომელსაც მათი სახელმწიფოები იყენებენ საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად , და , ამასთან , მათ შეუძლიათ ვიზიტების განხორციელება , ერთ -ერთი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე

6. წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შეუძლიათ , დადონ საიმპლემენტაციო შეთანხმებები .

7. მოთხოვნის შემთხვევაში , კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს დახმარებას აღმოუჩენენ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებისა და იურიდიული პირის დაშვების პროცედურების განხორციელებისას , მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად .

მუხლი 4

საიდუმლოობის ხარისხები

 

მხარეები თანხმდებიან , რომ ქვემოთ მოცემული საიდუმლოობის ხარისხები არის ეკვივალენტური და შეესაბამება მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ საიდუმლოობის ხარისხებს :

 

საქართველოსთვის :

მოლდოვას რესპუბლიკისთვის :

ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე :

განსაკუთრებული მნიშვნელობის

STRICT SECRET

TOP SECRET

სრულიად საიდუმლო

SECRET

SECRET

საიდუმლო

CONFIDENŢIAL

CONFIDENTIAL

შეზღუდული სარგებლობისათვის

RESTRICŢIONAT

RESTRICTED

 

მუხლი 5

საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა და დაცვა

1. მხარეებმა , საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად . ასეთ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს დაცვის ისეთივე ხარისხი , რაც გათვალისწინებულია ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე ეროვნული საიდუმლო ინფორმაციისათვის , წინამდებარე შეთანხმების მე -4 მუხლის შესაბამისად .

2. წარმომშობმა მხარემ წერილობით უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ .

3. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა უნდა შეიზღუდოს ინფორმაციის გაცნობის საჭიროების საფუძველზე იმ ფიზიკური პირების მიმართ , რომლებსაც , საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , უფლება აქვთ , გაეცნონ სათანადო საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას .

4. მოთხოვნის შემთხვევაში , მხარეები , საკუთარი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მეშვეობით , დაადასტურებენ , რომ ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე , სანამ მას მიეცემა წარმომშობი მხარის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება , გაცემულ იქნა საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება ან იურიდიული პირის დაშვება . წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში , თითოეული მხარე აღიარებს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებებს და იურიდიული პირის დაშვებებს , რომლებიც გაცემულ იქნა მეორე მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად . საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები უნდა იყოს ეკვივალენტური , წინამდებარე შეთანხმების მე -4 მუხლის შესაბამისად .

5. ერთი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული შემოწმების პროცედურების დროს , შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან . მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ უნდა განახორციელოს მისი მიწოდება საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად .

6. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში , კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამის ინდივიდუალურ დაშვებებთან და იურიდიული პირის დაშვებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ , განსაკუთრებით , მათი გაუქმების ან ხარისხის დადაბლების შესახებ .

7. მიმღები მხარე :

a) საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს ნებისმიერ მესამე მხარეს , მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ;

b) მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას მიანიჭებს გრიფს , წინამდებარე შეთანხმების მე -4 მუხლის შესაბამისად ;

c) საიდუმლო ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ იმ მიზნებისათვის , რისთვისაც ის იქნა მიწოდებული , გარდა იმ შემთხვევისა , თუ მისი სხვა მიზნებით გამოყენების თაობაზე წარმომშობი მხარისგან მოპოვებულ იქნა წინასწარი წერილობითი თანხმობა

 

 მუხლი 6

საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა

1. მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს დიპლომატიური არხებით , უფლებამოსილი კურიერის მიერ ან მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებული , სხვა დაცული არხებით .

2. საიდუმლო ინფორმაციის დიდი ზომის საგნების ან დიდი ოდენობის გადატანა უნდა შეთანხმდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში .

3. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებული , კრიპტოგრაფიული საშუალებებით .

 მუხლი 7

ენები

 

წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულების ფარგლებში , მხარეები გამოიყენებენ ინგლისურ ენას , ან საკუთარ ოფიციალურ ენებს . ოფიციალური ენის გამოყენების შემთხვევაში თანდართული უნდა იქნეს თარგმანი მეორე მხარის ოფიციალურ ენაზე ან ინგლისურ ენაზე .

მუხლი 8

საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება

1. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება უნდა განხორციელდეს მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და შემდეგი მოთხოვნების დაცვით :

a) ფიზიკური პირები , რომლებიც ახორციელებენ თარგმნას და გამრავლებას , უნდა ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალურ დაშვებას , საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ;

b) თარგმანი და ასლები უნდა აღინიშნოს და იქნეს დაცული ისევე , როგორც საიდუმლო ინფორმაციის დედანი ;

c) თარგმანი და ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს იმდენად , რამდენადაც ეს აუცილებელია ოფიციალური მიზნებისათვის ;

d)  თარგმანი უნდა ატარებდეს სათანადო აღნიშვნას თარგმანის ენაზე , რომ ის შეიცავს წარმომშობი მხარისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას .

2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ .

3. სრულიად საიდუმლო /SECRET/SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში .

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის /STRICT SECRET/TOP SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ და უნდა ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში .

მუხლი 9

საიდუმლო ინფორმაციის განადგურება

1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს იმგვარად , რომ გამოირიცხოს მისი შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა . განადგურება უნდა განხორციელდეს წინამდებრე შეთანხმებისა და მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად .

2. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წარმომშობ მხარეს განადგურების შესახებ .

3.განსაკუთრებული მნიშვნელობის /STRICT SECRET/TOP SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს , არამედ უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

4. წარმომშობი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში , უნდა მოხდეს საიდუმლო ინფორმაციის უკან დაბრუნება .

5. კრიზისული სიტუაციის ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში , როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან უკან დაბრუნება , საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ წარმომშობ მხარეს .

  მუხლი 10

საიდუმლო კონტრაქტები

1. ერთ -ერთმა მხარემ , რომელსაც სურს საიდუმლო კონტრაქტის დადება მეორე მხარის სახელმწიფოში არსებულ კონტრაქტორთან , ან რომელსაც სურს ერთ -ერთი თავისი კონტრაქტორისთვის უფლებამოსილების მინიჭება , მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო კონტრაქტის დასადებად საიდუმლო პროექტის ფარგლებში , საკუთარი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მეშვეობით , მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსაგან უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი დადასტურება , რომ შემოთავაზებული შესაძლო კონტრაქტორის მიმართ გაცემულია საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო საიდუმლოობის ხარისხის იურიდიული პირის დაშვება , და რომ ის ფლობს შესაბამის ობიექტებს , რათა მოეპყრას და შეინახოს იგივე საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია .

2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დადებული თითოეული საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს :

a) კონტრაქტორის ვალდებულებას , უზრუნველყოს , რომ მისი ობიექტები აკმაყოფილებს სათანადო საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის აუცილებელ პირობებს ;

b) კონტრაქტორის ვალდებულებას , უზრუნველყოს , რომ ფიზიკურ პირებს , რომელთა საქმიანობა საჭიროებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას , მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო საიდუმლოობის ხარისხის ინდივიდუალური დაშვება ;

c) კონტრაქტორის ვალდებულებას , უზრუნველყოს , რომ ყველა ფიზიკური პირი , რომელსაც უფლება აქვს , გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას , ინფორმირებულია საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ , თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ;

d) კონტრაქტორის ვალდებულებას , განახორციელოს საკუთარი ობიექტების უსაფრთხოების პერიოდული შემოწმება ;

e) იმ სფეროების ჩამონათვალს , სადაც შეიძლება შეიქმნას საიდუმლო ინფორმაცია ;

f) შეტყობინების პროცედურას საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ;

g) საკომუნიკაციო საშუალებებისა და ელექტრონული გადაცემის საშუალებების ჩამონათვალს ;

h) საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის პროცედურას ;

i) კონტრაქტორის ვალდებულებას , გადაუგზავნოს საიდუმლო კონტრაქტის ასლი საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს ;

j) ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას , შეასრულოს უსაფრთხოების იგივე ვალდებულებები , რასაც კონტრაქტორი ასრულებს .

3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში კონტრაქტორების მიერ დადებული თითოეული საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის უსაფრთხოების დანართს , რომელიც , მინიმუმ , დაფარავს შემდეგს :

a) იმ საიდუმლო ინფორმაციის ჩამონათვალს , რომელთან მოპყრობა ხდება საიდუმლო კონტრაქტის ფარგლებში , და მათი საიდუმლოობის ხარისხებს ;

b) გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შეტყობინების პროცედურას ;

c) გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შეტყობინების არხებს ;

d) საიდუმლო ინფორმაციის ტრანსპორტირების პროცედურას ;

e) უსაფრთხოების ნებისმიერი ფაქტობრივი ან შესაძლო დარღვევის შეტყობინების ვალდებულებას .

 

ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის უსაფრთხოების დანართის ასლი უნდა გადაეცეს იმ მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს , რომლის ტერიტორიაზეც მოხდება საიდუმლო კონტრაქტის შესრულება .

4. მხარეთა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების წარმომადგენლებმა შესაძლოა ერთმანეთთან განახორციელონ ვიზიტები , რათა განიხილონ კონტრაქტორის მიერ საიდუმლო კონტრაქტიდან გამომდინარე საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად მიღებული ზომების ეფექტიანობა . ასეთი ვიზიტის შესახებ შეტყობინების წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ , სულ მცირე , ოცი დღით ადრე .

მუხლი 11

ვიზიტები

1. ვიზიტები , რომლებიც ითვალისწინებს ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას მეორე მხარის სახელმწიფოში , უნდა დაექვემდებაროს მასპინძელი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს წინასწარ წერილობით თანხმობას .

2. ვიზიტები , რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას , ნებადართული უნდა იქნეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ვიზიტორებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მათ მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება და უფლებამოსილნი არიან , მიიღონ ან გაეცნონ საიდუმლო ინფორმაციას , მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად .

3. ვიზიტები , რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ , ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ მხარეთა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების ურთიერთშეთანხმებით .

4. მასპინძელი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ , სულ მცირე , ოცდაათი დღით ადრე უნდა მიიღოს ვიზიტის შესახებ მოთხოვნა მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან .

5. გადაუდებელ შემთხვევებში , ვიზიტის შესახებ მოთხოვნა გადაცემული უნდა იქნეს , სულ მცირე , შვიდი დღით ადრე .

6. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს :

a) ვიზიტორის სახელსა და გვარს , დაბადების ადგილსა და თარიღს , მოქალაქეობას , პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს ;

b) ვიზიტორის თანამდებობის დასახელებას და იმ იურიდიული პირის სახელწოდებას , რომელსაც ვიზიტორი წარმოადგენს ;

c) იმ იურიდიული პირის სახელწოდებას , მისამართს , ტელეფონის /ფაქსის ნომერს , ელ .ფოსტას და საკონტაქტო პირს , სადაც ვიზიტი უნდა განხორციელდეს ;

d) დადასტურებას ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების , მისი საიდუმლოობის ხარისხისა და მოქმედების ვადის თაობაზე ;

e) ვიზიტის საგანსა და მიზანს ;

f.) მოთხოვნილი ვიზიტის სავარაუდო თარიღსა და ხანგრძლივობას ; განმეორებითი ვიზიტების შემთხვევაში , მითითებული უნდა იქნეს სრული პერიოდი , რომლის განმავლობაშიც განხორციელდება ვიზიტები ;

g) თარიღს , ხელმოწერასა და კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალური ბეჭდის შტამპს .

7. მხარეების კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შეუძლიათ შეადგინონ იმ ფიზიკურ პირთა სიები , რომლებიც უფლებამოსილნი არიან , განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები . ეს სიები ძალაშია , მაქსიმუმ , ერთი წლის ვადით .

 მუხლი 12

უსაფრთხოების დარღვევა

 1. უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში , რამაც გამოიწვია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ფაქტობრივი ან შესაძლო დაკარგვა , გამჟღავნება ან განადგურება , იმ მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ , სადაც განხორციელდა უსაფრთხოების დარღვევა , შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს და დაიწყოს სათანადო გამოძიება .

2. თუ უსაფრთხოების დარღვევა მოხდა სახელმწიფოში , რომელიც არ წარმოადგენს მხარეების სახელმწიფოებს , იმ მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ , რომელმაც გასცა საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეზე , უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები .

3. მოთხოვნის შემთხვევაში , მეორე მხარემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიების საკითხში , ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

4. მეორე მხარეს უნდა ეცნობოს გამოძიების შედეგების შესახებ და მან უნდა მიიღოს ზიანის მიზეზებისა და მოცულობის შესახებ საბოლოო ანგარიშის ინგლისურენოვანი თარგმანი .

მუხლი 13

ხარჯები

 

თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და ზედამხედველობის პროცესში გაღებული საკუთარი ხარჯები , თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში .

 მუხლი 14

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის კონსულტაციების ან /და მოლაპარაკებების გზით .

 მუხლი 15

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს , რითაც მხარეები , დიპლომატიური არხების მეშვეობით , ერთმანეთს ატყობინებენ ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ .

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება , მეორე მხარისთვის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების , დიპლომატიური არხების მეშვეობით , გაგზავნის გზით . ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ .

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად , მხარეებმა უნდა უზრუნველყონ , რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა გაგრძელდეს მანამდე , სანამ წარმომშობი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს ამ ვალდებულებისაგან .

4. წინამდებარე შეთანხმებაში , მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები . ეს ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით , რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე -15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

შესრულებულია . კიშინეუში , 2018 წლის 5 ოქტომბერს , ორ დედნად , თითოეული ქართულ , რუმინულ და ინგლისურ ენებზე . ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია . მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში , უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე .

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

მოლდოვას რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)