„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 162/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017785
162/ნ
08/08/2019
ვებგვერდი, 14/08/2019
430010000.22.022.017785
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №162/ნ

2019 წლის აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისსაგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში (სსმ, №8, 23/01/2006, სარეგისტრაციო კოდი: 430.010.000.22.022.008.031) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:  

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულება“;  

ბ) მე-2 მუხლის:

ბ. ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვას;

ბ) უზრუნველყოფს რესურსცენტრის წარმომადგენლობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;

გ) უზრუნველყოფს განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

ე) სამართლებრივ დახმარებას უწევს საჯარო სკოლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ზ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.“;

ბ. ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. ამ დებულების დანართი 1-ის №1 გრაფით განსაზღვრული რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელებას ამ დებულების დანართი 1-ის №2 გრაფით განსაზღვრულ რესურსცენტრებსა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებისათვის.“;

ბ.გ) 31 პუნქტით გათვალისწინებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

გრაფა №1

გრაფა №2

1

ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

  ქალაქ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

2

ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

  ქალაქ ქარელის და ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრები  

3

ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

4

ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ   დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

5

ქალაქ ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

6

ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ სენაკის,  ქალაქ ხობის, დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

.“;

ბ.დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

1

ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

2

დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

3

ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

   “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი