შპს „თბილაეროს“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

შპს „თბილაეროს“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/6876-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6876-11
05/08/2019
ვებგვერდი, 13/08/2019
შპს „თბილაეროს“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6876-11

330230911017444

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2019 წლის 5 აგვისტო 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე

განმცხადებელი – შპს „თბილაერო”

გაკოტრების მმართველი   აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/6876-11 – შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ არის საბოლოო ანგარიში, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „თბილაეროს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.   

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 18 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით:

  • შპს „თბილაეროს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                               თამარ ბურჯანაძე