„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 08/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016315
20
08/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
300280000.16.009.016315
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №20

2019 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  № 20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) 26-ე მუხლის:

ა.ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვის ახალი მომხმარებლ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:

ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;

ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.“;

ა.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) უნდა განისაზღვროს ამ ობიექტ(ებ)ის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად.“;

ბ) 261 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.“.

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:

ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის,  თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);

ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);

გ) განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გასაწევი ხარჯი არსებითად აღემატება კომისიის მიერ დადგენილ საფასურს და ამ საფასურის სანაცვლოდ მიერთება ეკონომიკურად მიზანშეუწონელია.“;

ბ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  განაწილების ლიცენზიატმა დასაბუთებული უარი მიერთების მსურველთან ერთად უნდა გაუგზავნოს კომისიას. კომისია უფლებამოსილია:

ა) არ დაეთანხმოს განაწილების ლიცენზიატს და დაავალოს მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა), ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში;

ბ) დაეთანხმოს განაწილების ლიცენზიატს – ასეთ შემთხვევაში, მისაერთებელი ობიექტის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით. ასეთ მიერთებაზე არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, კომისიის გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად.“;

ბ.დ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);

ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);

გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.“;

) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ წესების 261 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №4

0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:

აბვის საფეხური (კვ)

 

სიმძლავრე

(კვტ)

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა  

(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით

(ლარი)

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

0,4

1-10 (220 ვ.)

40

60

600

400

1-10

40

60

1800

1200

10 დან -30

40

60

7000

4700

30 დან-50

40

60

10500

7000

50 დან -80

40

60

13000

10500

80 დან – 100

40

60

14500

12000

100 დან-120

40

60

16500

14000

120 დან -150

40

60

18000

16000

150 დან -200

45

60

39000

23000

200 დან -320

60

90

56000

33000

320 დან -500

60

90

86000

50500

500 დან -800

90

110

136000

80000

800 დან -1000

90

110

170000

100000

6-10

1-500

60

90

88000

48500

500 დან -1000

90

110

170000

94000

1000 დან -1500

90

110

247000

137000

1500 დან -2000

90

110

319000

177000

2000 დან -3000

90

120

463500

257500

3000 დან -5000

90

120

749000

416000

ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ნარმანია