„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021403
381
09/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
130000000.10.003.021403
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №381

2019 წლის 9 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველო;“.

2. მე-7 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეციალური სამსახურების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, მათი შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;

თ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლისსამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სათანადო ინფორმაციის საფუძველზე დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“.

3. მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1 ქვეპუნქტი:

„თ1) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის აღნიშნული რეჟიმის პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის  სათანადო კონსულტაციის გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან  ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემების შექმნა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლის/მონიტორინგის განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, მათთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან, მათი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულებების გაფორმება; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და რეალიზაციაში მონაწილეობისათვის, ასევე მათი შესრულების კონტროლისთვის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელშეწყობა და დახმარება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მისი საქმიანობის ფარგლებში, სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა ან/და შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფისათვის გადაგზავნა; დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“.

მუხლი 2
სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/ მიღებამდე ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე