„ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016521
118
06/09/2019
ვებგვერდი, 10/09/2019
190020020.35.123.016521
„ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №118

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.08.2019 წელი, №190020020.35.123.016515), კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულაში ჩაემატოს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი, გამომდინარე აქედან, დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო :“.

2. დადგენილების დანართის (ინსტრუქცია ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო, ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“.

3. დადგენილების დანართის (ინსტრუქცია ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული  მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება: „გარდა, პირველ კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობებისა“ და გამომდინარე აქედან, მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია