„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016905
80
06/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
140130000.22.034.016905
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №80

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016830) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველო:

ა) ადამიანური რესურსის მართვის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და განსაზღვრავს ერთიან პოლიტიკას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის რეგულარულ და სტრატეგიულ ანალიზს;

გ) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის ხელშეწყობის მიზნით, შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკას, ამზადებს შესაბამის ინიციატივებსა და წინადადებებს; 

დ) უზრუნველყოფს კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვას, ასევე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სპეციალური კონკურსის გამოცხადებას, აპლიკაციების გადარჩევას, ტესტირებაზე წარდგენას, გასაუბრების ორგანიზებას, კომისიის გადაწყვეტილებების და ოქმების მომზადებას; 

ე) ამზადებს სამინისტროს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის სამუშაო აღწერილობებს;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული/კარიერული განვითარებისა და სამინისტროს მოსამსახურეთათვის სამოტივაციო სისტემების შემუშავებას, განახლებას და იმპლემენტაციას;

ზ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

თ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ბრძანების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის საფუძველზე, ამოწმებს/ინსპექტირებას უწევს სამინისტროს დანაყოფების ადამიანური რესურსების მართვის საქმიანობას და ამზადებს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით;

ი) ახორციელებს სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის ვადის გაანგარიშებას და სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, ამზადებს ანგარიშებს/დასკვნებს;

კ) შესაბამისი რეაგირების მიზნით, განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა განცხადებებს/პატაკებს, სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეების განცხადებებს და წერილებს;

ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კანდიდატების შერჩევას, პერსონალური მონაცემების დამუშავებას, სპეციალურ შემოწმებას, მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას;

ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს დასაქმების თაობაზე;

ზ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის ვადის გაანგარიშებას და ამზადებს შესაბამის ცნობებს.“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) იღებს გადაწყვეტილებას სამმართველოს უფროსისათვის დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია