დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.159.016389 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 12/01/2017, 010250020.35.159.016254) და
1. დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომში „სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში „უფლებამოსილი პირი“), ამ სამსახურების დებულებებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.“. 2. დანართი 1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, უფლებამოსილია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში მერთან, რასთან დაკავშირებულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერის) შესაბამისი სამსახური, ხოლო ამავე კოდექსის სხვა მუხლებით განსაზღვრულ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჩივრდება სასამართლოში.“. 3. ამოღებულ იქნეს დანართი 1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. 4. დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი 2
|
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000 |
|
დოკუმენტის კომენტარები