დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პროგრესის“ (ს/კ 221274859) პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/52844 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 06/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
|
გაცნობებთ, რომ შპს „პროგრესის“ (ს/კ 221274859) 50% წილის მფლობელია სახელმწიფო. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად, იგეგმება შპს „პროგრესის“ (ს/კ 221274859) პარტნიორთა კრების მოწვევა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) შპს „პროგრესის“ (ს/კ 221274859) პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, შემდეგი შინაარსით: შპს „პროგრესის“ (ს/კ 221274859) პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ განმეორებით გიწვევთ შპს „პროგრესის“ (ს/კ 221274859) პარტნიორთა კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5.
დღის წესრიგი: 1. დირექტორის ცვლილება. 2. წესდების ცვლილება. 3. საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება (გაკოტრება ან ლიკვიდაცია).
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები