„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016460
28/2019
07/09/2019
ვებგვერდი, 09/09/2019
010190030.15.008.016460
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №28/2019

2019 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ”    მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა.ა) საარჩევნო პროცედურების და საოქმო შედეგების განყოფილება;

ა.ბ) ამომჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება.“;

ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;“;

გ) ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

კ.ა) საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება;

კ.ბ) საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,დ1’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქვიით:

„დ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ან/და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას;’’.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს.

2. იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ.

3. ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ.

4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს.

5. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტს ცესკოს  ვებგვერდზე განსათავსებლად.

6. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა  დოკუმენტაციას.

7. ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას შესანახად გადასცემს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს.

8. ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს.

9. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული  საქმიანობის  გამართულ ფუნქციონირებას..

10. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას.

11. უზრუნველყოფს ელექტრონული სახით ცესკოს ლოგოთი და ბეჭდით (ელექტრონული) დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიების  ბეჭდვას.

12. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა  და დროულად დამუშავებას.

13. უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას.

14. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები).

15. უზრუნველყოფს კოორდინაციას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების    მიზნით.

16. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინაციას საჯარისო ფორმირებების, პენიტენციური დაწესებულებების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის.

17. უზრუნველყოფს კოორდინაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით.

18. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას); უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავებზე, სასამართლოებიდან შემოსული, განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას;“.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მატერიალური ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;“;

ბ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისაგან გადმოცემული ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას;“.

6. მე-13 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. უზრუნველყოფს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, კოდექსით  დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას;“.

7. მე-14 მუხლის 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„181. ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის  დეპარტამენტისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობების შესახებ.“.

8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი:

1. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების  დანერგვას და შემდგომ ექსპლუატაციას.

2. ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრამულ უზრუნველყოფას.

3. უზრუნველყოფს სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის დანერგვას და შემდგომ ადმინისტრირებას.

4. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების უსაფრთხოებას.

5. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ/გამართულ მუშაობას.

6. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს  მათ  კომისიის თავმჯდომარეს.

7. კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით.

8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს.

9. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  მოვალეობებს.“.

9. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

,,მუხლი 181. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს.

3. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს.

4. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს.

5. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების  ორგანიზებას.

6. საფინანსო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს საოლქო საარჩევნო კომისიების იურიდიული მისამართების განსაზღვრის თაობაზე.

7. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებას და გამოქვეყნებას).

8. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას.

9. უზრუნველყოფს  საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან კოორდინაციას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

10. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს საარჩევნო უბნების შექმნასა და საზღვრების დადგენაში.

11. პერიოდულად ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის ადგილზე ანალიზს, ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირებას, შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ხარვეზების აღმოფხვრის/პრობლემების გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

12. ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების (არსებულის და პოტენციურის) იდენტიფიცირებას, შეფასებას და რისკების ეფექტურად მართვი მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებას.

13. ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს მიერ შესრულების პროცესს.

14. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.

15. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებში.

16. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულად/სტატისტიკურად ამუშავებს ინფორმაციას.

17. საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას.

18.  ადგენს და საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ.

19.  მონიტორინგს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესს და არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ცესკო ხელმძღვანელობას წარუდგენს პროცესების შეფასების შესახებ დასკვნას.

20. ახდენს არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ადმინისტრირებას კომპეტენციის ფარგლებში.

21. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 12 სექტემბრიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი