შპს ,,იმპერიალი-2000-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,იმპერიალი-2000-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2993-18
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2993-18
02/09/2019
ვებგვერდი, 11/09/2019
შპს ,,იმპერიალი-2000-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/2993-18

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის  2 სექტემბერი 

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: თეონა აბზიანიძე

1. მეურვე – სსიპ  –  აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

2. მოვალე – შპს „იმპერიალი-2000“, დირექტორი – ამირან მალაყმაძე, წარმომადგენელი – მირიან კვირიტიძე

3. კრედიტორი – სს „ბანკი ქართუ“, წარმომადგენელი – ეკა ყობიაშვილი

4. კრედიტორი – სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“, წარმომადგენელი – ეკა ყობიაშვილი

5. კრედიტორი   შპს „აგრიკომი“, წარმომადგენელი – მიხეილ ვაშაკიძე

6. კრედიტორი – სსიპ  –  შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი – მადონა გეწაძე

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „იმპერიალი-2000“-ის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა. 3. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება. 4. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 03 ოქტომბერს 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, სხდომის დარბაზი №5).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე                              ციცინო მოსიძე

კრების მდივანი                                        თეონა აბზიანიძე

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.