,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016324
12
27/09/2019
ვებგვერდი, 30/09/2019
210020010.35.136.016324
,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2019 წლის 27 სექტემბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 2

განისაზღვროს მოსაკრებლების შემდეგი ოდენობა:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:

ა.ა) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს, კურორტ „ბეშუმის“ და კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიაზე ახლადასაშენებელი ობიექტისათვის პროექტით  გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.ბ.) დაბა ხულოს, კურორტ „ბეშუმის“ და კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას, დაშენებული  ან/და  დემონტირებული  სართულების  ჯამური  ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.გ) დაბა ხულოს, კურორტ „ბეშუმის“ და კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიაზე  არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შეცვლისას (ნებისმიერი სართულის) დამატებული განაშენიანების ჯამური ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.დ.) ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის)  არქიტექტურული  ნაწილების/ელემენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატების/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.ე) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1კვ.მ-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით;

ა.ვ) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული  განაშენიანების  ინტენსივობის    კოეფიციენტის    (კ2)  საანგარიშო ფართობის  1/5-ის 1კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

ა.ზ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)     საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.ი) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

ა.კ) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს, კურორტ ბეშუმის და კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახლადასაშენებელი სამრეწველო ობიექტისათვის პროექტით გათვალისწინებული  განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;

ა.ლ) „ბათუმი-ახალციხე“ საავტომობილო გზის „ზომლეთი-ლოდიძირის“ მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ოცდახუთმეტრიანი ზოლი), გარდა კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიისა, საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სანებართვო მოსაკრებელი პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლებისათვის, დამხმარე მეურნეობის სადგომებისა და სათავსებისათვის -0.50 ლარი.

ა.მ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებელის გადახდა ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია;

ბ) დასახელებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი:

ბ.ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე-0.20 ლარი, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის ამ დადგენილების შესაბამისად.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.