„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016165
197
04/10/2019
ვებგვერდი, 09/10/2019
310050020.54.066.016165
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №197

2019 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2017, 310050020.54.066.016108) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა 12 ან 24 თვის ვადით, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე“.

2. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„8. იმ პირებს, რომელთაც სისტემატურად უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საქართველოს ერთზე მეტ სამოქალაქო აეროპორტში, აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოსთან შეთანხმებით, გასცემს პიროვნების მუდმივ საშვს, რომელიც მოქმედებს საქართველოს იმ სამოქალაქო აეროპორტებში, რომლებშიც პირს უწევს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, საშვით განსაზღვრულ ზონებში“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული პიროვნების მუდმივი საშვები მოქმედია ვადის ამოწურვამდე. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე