„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021502
482
03/10/2019
ვებგვერდი, 07/10/2019
300160070.10.003.021502
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №482

2019 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 423-ე ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეთავი 423 – საგანმანათლებლო ჯგუფი სგ

423.1. უსაფრთხო ადგილები. საგანმანათლებლო ჯგუფის დაკავებულობების თითოეული დამკავებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სულ მცირე, 0,56 მ2 ფართობის უსაფრთხო ადგილით შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის. მანძილი ამგვარ უსაფრთხო ადგილებსა და იმ შენობას შორის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, უნდა იყოს შენობის სიმაღლის ნახევრის ტოლი, მაგრამ არანაკლებ 15 მ-ისა.

გამონაკლისი: მოთხოვნა არ ვრცელდება შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციას ან არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია