დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შპს „ბროკერს ჰაბი“ –ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 06/13-რ |
დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
მიღების თარიღი | 27/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
შპს „ბროკერს ჰაბის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისს მე-5 პუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო ბროკერი ბროკერს ჰაბი“-ს 2019 წლის 25 სექტემბრის მომართვის საფუძველზე ვბრძანებ:
1. შპს „ბროკერს ჰაბის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404579229) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №06/6-რ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად შპს „ბროკერს ჰაბის“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „სადაზღვევო ბროკერი ბროკერს ჰაბი“. 2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამასახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი. |
დოკუმენტის კომენტარები