შპს „გლობალ ინშურან ბროკერ“–ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

შპს „გლობალ ინშურან ბროკერ“–ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/18-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 30/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
06/18-რ
30/09/2019
ვებგვერდი, 08/10/2019
შპს „გლობალ ინშურან ბროკერ“–ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/18-რ

2019 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „გლობალ ინშურან ბროკერის“   რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

 

დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ  საქართველოს  დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის 09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე- 4 მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებ ის,  ამავე მუხლი მე-6 პუნქტის, სსიპ  საქართველოს  დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე- 4 მუხლის მე-2 პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის და შპს „გლობალ ინშურან ბროკერის“ 2019 წლის 25 სექტემბრის მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერის –  შპს „გლობალ ინშურან ბროკერ ”- ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 404432020 , სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 012038 ) რეგისტრაცია.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ  ბრძანების  გასაჩივრება  შეიძლება  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                 დავით ონოფრიშვილი