ინდივიდუალური მეწარმე რუსლან იუსუბოვის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ინდივიდუალური მეწარმე რუსლან იუსუბოვის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/21532-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/21532-19
23/09/2019
ვებგვერდი, 09/10/2019
ინდივიდუალური მეწარმე რუსლან იუსუბოვის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე  2/ 21532-19

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2019 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

 

განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ) – რუსლან იუსუბოვი, ს/ნ 28001056656

წარმომადგენელი: ზვიად გადელია

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2019 წლის 30 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა ი/მ რუსლან იუსუბოვის წარმომადგენელმა და თავისი მარწმუნებლის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

განცხადების თანახმად, რუსლან იუსუბოვი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია და, ბოლო პერიოდში, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – რუსლან იუსუბოვი ვეღარ ასრულებს ვადამოსულ საგადახდო ვალდებულებებს, მათ შორის, ვეღარ იხდის ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდების დავალიანებებს. ამ გარემოებებზე მითითებით, ი/მ რუსლან იუსუბოვი მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, ი/მ რუსლან იუსუბოვს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა სათანადო წესით დამოწმებული, გაკოტრების საქმის წარმოების უფლებამოსილებაზე მითითებით გაცემული მინდობილობისა და განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების, მათ შორის, საჯარო რეესტრიდან და სამეწარმეო რეესტრიდან განახლებული ამონაწერებისა და სამეწარმეო რეესტრიდან ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, ფლობს თუ არა განმცხადებელი წილს რომელიმე საწარმოში. განმცხადებელს ასევე დაევალა წერილობითი ინფორმაციის წარმოდგენა მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების, ამ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის და მომსახურების სააგენტოდან განმცხადებლის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ. ამავე განჩინებით, განმცხადებელს დამატებით დაევალა მისთვის ცნობილი კრედიტორების წინაშე არსებულ, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მითითება.

2019 წლის 9 სექტემბერს საქმეში დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, განმცხადებელს საბანკო ანგარიშები აქვს სს ,,საქართველოს ბანკში“, სს ,,თიბისი ბანკსა“ და სს ,,ფინკა ბანკში“, განმცხადებლის სახელზე არ არის რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, განმცხადებელი არ ფლობს წილს რომელიმე საწარმოში (ს.ფ. 18-23).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ი/მ რუსლან იუსუბოვს განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის ვადა გაუგრძელდა და მასვე დაევალა გაკოტრების საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე მინდობილობის, საჯარო და სამეწარმეო რეესტრის განახლებული ამონაწერების, საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის ოდენობის თაობაზე ცნობების და განმცხადებლისთვის ცნობილი კრედიტორების არა მხოლოდ სახელების/სახელწოდებების და მისამართების/საიდენტიფიკაციო ნომრების, არამედ, ასევე, არსებული, შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ ცნობების წარმოდგენა.

2019 წლის 18 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული განცხადებით მომართა განმცხადებელმა და განცხადებას დაურთო წარმომადგენელზე გაცემული სათანადო მინდობილობა, საჯარო და სამეწარმეო რეესტრის განახლებული ამონაწერები, ცნობები განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე თანხის არარსებობის შესახებ, განმცხადებლისთვის ცნობილი კრედიტორების შესახებ ინფორმაცია არსებულ, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მითითებით.

სასამართლო გაეცნო გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებას და წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნებს და არსებობს ი/მ რუსლან იუსუბოვის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-15-მე-17, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი/მ რუსლან იუსუბოვის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. ი/მ რუსლან იუსუბოვის მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს ი/მ რუსლან იუსუბოვის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება. იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს კრედიტორებს, რომ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში, კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა, შესაბამისი მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია, პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 8 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6, დარბაზში N52. კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:

ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა;

ბ) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

9. გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

10. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხება განჩინება, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კმ. N6).

 

 მოსამართლე                                                                                                            ვერა დობორჯგინიძე