ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 05/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016326
17
04/10/2019
ვებგვერდი, 09/10/2019
010250050.35.129.016326
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2019 წლის 4 ოქტომბერი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №27 დადგენილება (სსმ, 22/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016240).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 5 ნოემბრიდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგივი კიკნაძე



დანართი №1

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი და ადამიანური რესურსების მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია – ადმინისტრაცია”, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე და საიდენტიფიკაციო აღნიშვნით.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:

ა) მერიის სამუშაო  თათბირების  ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფა, აგრეთვე, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების  აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება;

გ) მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების საკითხების განხილვა;

დ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ე) ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ვ) წინადადებების შემუშავება გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ზ) მერიის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

თ) მოქალაქეთა          მიღების          ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

ი) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;

კ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი), სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;

ბ) საქმისწარმოების განყოფილება;

გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

დ) იურიდიული განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე.

5. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.


მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა  და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.


მუხლი 5. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება
1. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება აერთიანებს განყოფილების უფროსს, მერის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნულ წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს.

2. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერისა და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მერისა და სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულებში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას;

დ) მუნიციპალიტეტის  საზღვრებში  სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ე) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების განსაზღვრას;

ვ) წინადადებების შემუშავებას სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. საქმისწარმოების განყოფილება
საქმისწარმოებისა დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

ბ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

გ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

დ) სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად  მცხოვრები მოქალაქეების საქმის მასალების შესწავლა, კომისიაზე გატანა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ვ) სერვისების განვითარების სააგენტოდან მაღალმთიანობის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სამრთლებრივი აქტების მომზადება;

ზ) ცნობების გაცემა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად  მცხოვრებ მოქალაქეებზე მაღალმთიანობის სტატუსთან დაკავშირებით;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის:

ა) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;

ბ) მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას;

გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;

დ) მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ე) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;

ვ) წინადადებების შემუშავებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ზ) მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზებასა და განვითარებას. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას;

თ) საზოგადოებასთან და საზღვარგარეთის ქვენებთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) კონსულტაციის გაწევას მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.


მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.