დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5204-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.017934 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 64-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზაციის გზით მიუერთდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. რეორგანიზაციის პროცესის დასრულებად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლა. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიწოდება გაგრძელდეს და უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლედ ყველა სახის ურთიერთობაში. 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს უფლება, გარდამავალ პერიოდში − 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების/უფლებამოსილებების მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად შესრულების/განხორციელების და პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სათანადო თანამდებობებზე თანამშრომელთა (შტატით დასაქმებულთა და შტატგარეშე მომუშავეთა) დანიშვნა/გადაყვანა უკონკურსოდ განახორციელოს. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან კოორდინაციით არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 18 ოქტომბერი 2019 წ. N5204-Iს |
დოკუმენტის კომენტარები