„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 47-79
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.016649
47-79
18/10/2019
ვებგვერდი, 22/10/2019
010260040.35.101.016649
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47-79

2019 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014  სარეგისტრაციო კოდი: 010260040.35.101.016054) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, მათ შორის კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.“;

ბ) მე-3 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი ელექტროენერგიის მომხმარებლები (აბონენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი), დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე,  რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან/და იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.

 42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის) მესაკუთრის სახელზე.“;

გ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს.“.

2. დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში“ (დანართი 3) შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მოსაკრებლის გადამხდელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, მოთხოვნის შემთხვევაში განუთავსდებათ კონტეინერები (1100 ლიტრიანი ან 1.1 მ3 )  შემდეგი სახით:

ა) მომხმარებელს, რომელსაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 500 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 1 ერთეული კონტეინერი;

ბ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 3 ერთეულამდე კონტეინერი;

გ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 1000-დან 2000 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 6 ერთეულამდე კონტეინერი;

დ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 2000 ლარი და მეტი ოდენობით, განუთავსდებათ 8 ერთეულამდე კონტეინერი;“;

გ) მე-5 მუხლს:

გ.ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-47 პუნქტები:

„41. კონტეინერების (ურნების, ბუნკერების და სხვა შესაბამისი მოწყობილობების) განთავსებასთან დაკავშირებით შემოსულ განაცხადს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან/და ოპერატორი განიხილავს ინდივიდუალურად, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ წესზე მეტი ან ნაკლები (სხვადასხვა ზომის, მოცულობის) კონტეინერის განთავსებასთან დაკავშირებით.

42. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თვითონ დაიდგან სხვა მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერები, რომელთა  ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სამსახურსა ან ოპერატორთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გამწევი პირი უფლებამოსილია არ გაიტანოს (არ დაცალოს) შეუთანხმებლად განთავსებული კონტეინერი.

43. კონტეინერების განთავსებასთან დაკავშირებით (ფერი, ოდენობა, ზომა, მოცულობა, განლაგება) გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან ოპერატორი.

44. ტერიტორიების სპეციფიკიდან და ურბანული დაგეგმარებიდან გამომდინარე სამსახურის ან ოპერატორის მიერ შესაძლებელია შეძენილი და განთავსებული იქნას სხვადასხვა სახის და მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერები (ურნები, ბუნკერები) ან სხვა შესაბამისი მოწყობილობები.

45. მომხმარებელთა (საკუთარ, სარგებლობაში არსებულ და/ან მათზე მიმაგრებულ) ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნულ და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტეინერების დაცლის გრაფიკი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის გადაადგილების მარშრუტი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის ტევადობა, ერთ ტერიტორიაზე არსებული მომხმარებელთა ობიექტების ერთობლიობა და სხვა ფაქტორები, კონტეინერების მუნიციპალურ ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას ქუჩის სიგანე, გამტარუნარიანობა, დატვირთულობა, მიმდებარე ობიექტებისა და მოსახლეობის ინტერესები, მოთხოვნები და სხვა ფაქტორები.

46. მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო კონტეინერის გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.

47. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთათვისაც არ იქნება საკმარისი გამოყოფილი კონტეინერები, ვალდებულნი არიან თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობისა და ოდენობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა ფერი, მოცულობა, ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სამსახურთან ან ოპერატორთან.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახურის ან/და ოპერატორის შესაბამისი წარმომადგენელს უფლება აქვს არ დაცალოს კონტეინერი და აღნიშნულის თაობაზე ვალდებულია აცნობოს შესაბამის სამსახურს.“;

დ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახურის ან ოპერატორის მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე