„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021542
522
05/11/2019
ვებგვერდი, 07/11/2019
470230000.10.003.021542
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №522

2019 წლის 5 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. №11 დანართი („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №11

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია

წარედგინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ.

_______________________________________________________________

ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

______________________________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

______________________________________________________________________________

ლიცენზიის (პათოლოგანატომიური საქმიანობის შემთხვევაში, დამატებით, სალიცენზიო დანართ(ებ)ის) დასახელება

 ბ. ა.

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ: _______________

________________________________________________________________

 თარიღი ________________ .“.

3. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია