„თერჯოლის მუნიციპალიტეიტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თერჯოლის მუნიციპალიტეიტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016306
15
06/11/2019
ვებგვერდი, 08/11/2019
010250050.35.126.016306
„თერჯოლის მუნიციპალიტეიტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2019 წლის 6 ნოემბერი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეიტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის № 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის № 9 დადგენილებაში (ვებგვერდი, 02.02.2018, ს.კ: 010250050.35.126.016252) და დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული სამსახურის დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს;

გ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე (დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება);

დ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას;

ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ - სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;

ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XV თავით და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას და შესაბამისი ზომების მიღებას;

ლ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;

ნ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისი მუხლებითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე;

ო) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში ითხოვს დოკუმენტაციას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

რ) ადგილობრივ მოსაკრებლებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს დადგენილი წესით;

ს) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და შესაბამისი მონაცემების შეუფერხებლად მიღებას; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით იწვევს მერიის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, სპეციალისტებს;

ტ) უფლებამოსილების ფარგლებში საჭირო შესაბამისი შემოწმებების ჩატარებას; მონაწილეობის მიღებას სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;

უ) წინადადებების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ფ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის:

ა) 825 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;

ბ) 1074 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე.

გ) 1191 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების თაობაზე;

დ) 1271 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევის, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის თაობაზე შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე;

ე) 145-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევის თაობაზე;

ვ) 1461 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრის თაობაზე.

ზ) 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის თაობაზე;

თ) 150-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების თაობაზე;

ი) 151-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისა ან/და თვითნებური განადგურების თაობაზე;

კ) 152-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების თაობაზე;

ლ) 1534 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისა და გარე რეკლამის უნებართვოდ განთავსების თაობაზე;

მ) 1792 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარებისათვის დადგენილი წესის დარღვევის თაობაზე;

3.სამსახური აგრეთვე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

2. მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XV თავით და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და შესაბამისი ზომების მიღება;“.

3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-77 მუხლები:

მუხლი 71. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა

1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა – სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია/ზედამხედველობის სამსახური.

3. იმ  შემთხვევაში, თუ მიმდინარე მშენებლობაზე ხორციელდება მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა (ინსპექტირება) შესაბამის აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია(შესაბამის სამსახური) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს:

ა) შერჩევითობის წესით;

ბ) რისკის ანალიზზე დაყრდნობით;

გ) დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/ სერტიფიცირებული ექსპერტის მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 72. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა (ზედამხედველობის სამსახური) და სამშენებლო სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური):

ა) ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა-ნაგებობების საერთო რაოდენობის 10%-ის საჯარო ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს გაიცა მშენებლობის ნებართვები;

ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) უფლებამოსილია:

ბ.ა) შემოწმების მიზნით დაუბრკოლებლად შევიდეს სამშენებლო ობიექტზე;

ბ.ბ) მშენებლობის მწარმოებელ პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ.გ) მშენებლობის მწარმოებელ პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ, დადებითი დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ადგილზე გადაამოწმოს შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა;

გ.ა) წარმოდგენილ დასკვნაში ხარვეზის აღმოჩენის  ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, განმარტოს მშენებლობის ეტაპის ჩაუბარებლობის მიზეზი/მიზეზები და მშენებლობის ნებართვის მფლობელს აცნობოს წერილობით, სადაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრის ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

გ.ბ) ჩაიბაროს მშენებლობის ბოლო ეტაპი და შენობა-ნაგებობა მიიღოს ექსპლუატაციაში 1 განცხადების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

დ) დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და ამ მიზნით:

დ.ა) შეადგინოს შემოწმების აქტი სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;

დ.ბ) გასცეს მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების თაობაზე;

დ.გ) მიიღოს გადაწყვეტილება სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

დ.დ) მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ;

დ.ე) მითითებით განსაზღვროს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის აუცილებელი ვადა;

დ.ვ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ 7 კალენდარული დღის ვადაში შეამოწმოს მითითების შესრულება და შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც დეტალურად უნდა აღწეროს კონკრეტული  შესრულებული ან შეუსრულებელი მითითების შესახებ ინფორმაცია;

დ.ზ) შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში შეადგინოს დადგენილება (სამართალდარღვევათა ოქმი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე;

დ.თ) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, ან ზონაში, ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ;

დ.ი) გაცემული მითითების შესრულების ან დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ან სამშენებლო ობიექტის ლეგალიზების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. მშენებლობის განმახორციელებელი პირი:

ა) თუ ის არის I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი, უფლებამოსილია, სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) თუ ის არის III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი, ვალდებულია სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 73. სამშენებლო სამართალდამრღვევი

სამშენებლო სამართალდამრღვევია:

ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი, სამშენებლო კომპანია ან ფიზიკური პირი ან მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას;

ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი;

გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი;

დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე;

ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

მუხლი 74. ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით

1. სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას გონივრული ვადით, რომელიც შეიცავს  შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას ამ მითითებით დადგენილი პირობებით სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

2. სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს:

ა) მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო;

ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;

გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;

ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;

ზ) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში ან/და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

თ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე სამშენებლო სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რაზედაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დგება შემოწმების აქტი.

მუხლი 75. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევაზე

1. მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გასცეს მითითება სამშენებლო სამართალდარღვევაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილ დასაბუთებით ნაწილს.

ბ) სამშენებლო სამართალდარღვევის არსს;

გ) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან/და დარღვევის გამოსწორებისათვის აუცილებელ გონივრულ ვადას;

დ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ.

2. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

მუხლი 76. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევაზე

1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) ვალდებულია, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) უფლებამოსილია  მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმებასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

4. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები მიიღება შემოწმების აქტის შედგენიდან ერთი თვის ვადაში ან/და დაუყოვნებლივ, თუ ადგილი აქვს სამშენებლო წესების დარღვევას და ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, ან ზონაში, ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

მუხლი 77. ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) სამშენებლო საქმიანობაზე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით:

ა) სწავლობს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ სანებართვო დოკუმენტაციას;

ბ) ადგენს მშენებლობის ზედამხედველობის განხორციელების კვარტალურ გეგმას, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესამოწმებელი ობიექტის ჩამონათვალი, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები, ნებართვის მფლობელების ვინაობის შესახებ მითითება, საჯარო ზედამხედველობის განხორციელების კალენდარული დღეები;

გ)  ყოველკვირეულად გასცემს წერილობით დავალებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად, სადაც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სამშენებლო ობიექტის ან/და შენობა-ნაგებობის მდებარეობა ან/და საჯარო ზედამხედველობის განხორციელების გეოგრაფიული არეალი, რაზედაც საჯარო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილი პირები ადგენენ მოხსენებით ბარათს სამსახურის სახელზე, სადაც უთითებენ ინფორმაციას სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის ან/და არარსებობის თაობაზე და წარადგენენ საჯარო ზედამხედველობის განხორციელების დღიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

2. ზედამხეველობის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ წერილობითი დავალების გაუცემლობა, საჯარო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილი პირების მიერ სამშენებლო ობიექტზე, მშენებლობის ნებართვის მფლობელთან ან უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირთან ვიზიტი ამ მუხლით გათვალისწინებული სამსახურის მიერ გამოცემული წერილობითი დავალების გარეშე, აგრეთვე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების დროს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის  შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის სათანადო წესით სამსახურისთვის შეუტყობინებლობა და სამშენებლო სამართალდარღვევაზე დადგენილების ოქმის შეუდგენლობა ითვლება მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და მათ მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე