შპს ,,აგრო ჯორჯია 2011-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,აგრო ჯორჯია 2011-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/27665-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 25/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/27665-16
25/10/2019
ვებგვერდი, 08/11/2019
შპს ,,აგრო ჯორჯია 2011-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 27665-16

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის მიმართ.

2019 წლის 11 სექტემბერს სს ,,საქართველოს ბანკმა“ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოვალისგან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით აცნობა, რომ შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“ გაკოტრებულია და არ არსებობს მისი რეაბილიტაციის პერსპექტივა. აღნიშნულის საფუძველზე მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.   

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2019 წლის 24 ოქტომბერს 11:00 საათზე. ვინაიდან კრება არ შედგა, შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის კრედიტორთა კრება მოწვეული უნდა იქნეს 2019 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეული იქნეს შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1 გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხის განხილვა.

1.2 დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                        ლაშა ქოჩიაშვილი