„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48-90
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.101.016651
48-90
08/11/2019
ვებგვერდი, 12/11/2019
330090020.35.101.016651
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48-90

2019 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის  15 მარტის №39-18  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  გრაფიკული  ნაწილი  – რუკა (დანართი №1)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);

2. პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

3. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2):

1.  50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას. 

2. 72-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დანართი 1.11-ით  (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალებზე დროებითი შეზღუდვის პერიოდში დასაშვებია:

ა) არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება;

ბ) აუცილებელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიწის ნაკვეთის განაშენიანების  კოეფიციენტის (კ-1) არაუმეტეს 0.7-მდე გადამეტება;

გ) IV–V კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების მიზნით მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა);

დ) I კლასს დაქვემდებარებული სამშენებლო სამუშაოების წარმოება  (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის მშენებლობისა);

ე)  ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) საკულტო და კანონმდებლობით განსაზღვრული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ტექნიკური ხაზობრივი-საინჟინრო ან და ქალაქთმშენებლობით ზონებში გამოყენების დაშვებული სახეობების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხაზობრივი ნაგებობების ან/და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების ან/და დამხმარე ან/და დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;

ზ) დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე ფუნქციური ზონების ცვლილება და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში არსებული ფუნქციური ზონების ტექნიკური ხარვეზების (მცირედი ცდომილება ფაქტობრივ მდგომარეობასა და გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ზონებს შორის, მათ შორის, სატრანსპორტო ზონა) შესწორება;

ი) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა;

კ) დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება;

ლ) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მიზნით ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება;

მ) წინამდებარე დადგენილების მიღებით ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი მესაკუთრის კანონიერი უფლების აღდგენის მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა“;

ბ)  მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დიღმის  ჭალები:

დანართი 1.11-ით (შემდეგი  რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე:

ა)   „A“ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში.

ბ) გარდა თემატურ რუკაზე მონიშნული „A“ განაშენიანების რეგულირების გეგმების“  არეალისა, მიწის ნაკვთების სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული არეალების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად (ამავე განაშენიანების რეგულირების გეგმებით განსაზღვრული ფუნქციური ზონირებით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე