„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5406-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.019674
5406-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
430050000.05.001.019674
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჩ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ ქვეპუნქტი:

„ჰ15) არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი).“. 

3. X2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X2. არასრულწლოვნის რეფერირება

მუხლი 487. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა 

1. ეს თავი აწესრიგებს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი). 

3. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია გაიგზავნოს 10 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის შუამდგომლობაში მითითებული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანს ამ კანონის 489 მუხლით დადგენილი წესით გაუგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

4. დაუშვებელია არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ამ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.

5. სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ: 

ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე;

ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე; 

გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი;

დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 დღის ვადაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად. 

7. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას:

ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ. 

9. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად. 

10. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო ბაზაში განთავსებას. 

11. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას. 

12. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

13. სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია გადასინჯოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების ცვლილების შემთხვევაში.   

მუხლი 488. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე. 

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი პირისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში აღნიშნული პირი უფლებამოსილია ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 489. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა 

1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სპეციალისტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგებისა და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია მისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ. 

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ დადებითი შედეგების მიღწევის მიუხედავად, არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სრულად ვერ განხორციელდა და სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

3. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებაში ყოფნა აღარ არის აუცილებელი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

4. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და ხელს არ უშლის მის აღსრულებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5406-Iს