ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016293
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
29/11/2019
ვებგვერდი, 02/12/2019
010250050.35.131.016293
ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/12/2019 - 29/05/2020)

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“ 61-ე მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, საქართველოს ორგანული  კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,ასევე  საქართველოს  მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ დადგენილებების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:

ა) ქალაქ ქობულეთის  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია;

ბ) ქალაქ  ქობულეთის გენერალური გეგმა  თანდართულ რუკებთან   ერთად (დანართი №1);

გ) ქალაქ  ქობულეთის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2).

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის №16 დადგენილება ,,ქალაქ ქობულეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათია თხილაიშვილი