ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016436
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27/28
02/12/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
010250050.35.111.016436
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/12/2019 - 31/08/2021)

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №27/28

2019 ლის 2 დეკემბერი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის  გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის №23/138 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:

ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია  ტექსტური ნაწილი (დანართი №1);

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმა (დანართი №2);

გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა  (დანართი №3).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის  – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის №23/138 განკარგულება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია