საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5614-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019697
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5614-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
020000000.05.001.019697
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1763 მუხლი:

„მუხლი 1763. ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის  წესის დარღვევა

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიერ, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში − მართლზომიერი მფლობელის მიერ შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე ამავე დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ვალდებულების, დადგენილი ტექნიკური მახასიათებლების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მიცემული გაფრთხილების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობაზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, თუ აღნიშნული წესის დაცვა სალიცენზიო/სანებართვო პირობის ნაწილია. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ავტოგასამართ სადგურზე ან ავტოგასამართ კომპლექსზე (ავტოგასამართ, აირგასამართ ან აირსავსებ სადგურზე).“.

2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე – 123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი – მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 134-ე, 1352 − 1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 მუხლით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“.

საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5888 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე − 123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი – მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415, 17416, 175​​​2, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 190​​​2 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.

საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5888 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5614-რს