ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016331
19
25/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010250020.35.136.016331
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2019 წლის 25 დეკემბერი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის  საფუძველზე    ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 26 იანვრის  №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი   30/01/2017. სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016221) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

განისაზღვროს მოსაკრებლების შემდეგი ოდენობა:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა.ა) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს, კურორტ ,,ბეშუმი“-ს და კურორტ ,,გოდერძი“-ს ტერიტორიაზე ახლადასაშენებელი ობიექტისათვის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.ბ.) დაბა ხულოს, კურორტ ,,ბეშუმი“-ს და კურორტ ,,გოდერძი“-ს ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას, დაშენებული ან/და დემონტირებული სართულების ჯამური ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.გ) დაბა ხულოს, კურორტ ,,ბეშუმი“-ს და კურორტ ,,გოდერძი“-ს ტერიტორიაზე  არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შეცვლისას (ნებისმიერი სართულის) დამატებული განაშენიანების ჯამური ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.დ.) ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების /ელემენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.ე) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1კვ.მ-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით;

ა.ვ) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის  1/5-ის 1კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

ა.ზ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით.

ა.ი) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

ა.კ) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს ტერიტორიაზე ახლადასაშენებელი სამრეწველო ობიექტისათვის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარის ოდენობით,ხოლო  კურორტ ბეშუმის და კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე 5(ხუთი) ლარის ოდენობით.

ა.ლ) ,,ბათუმი-ახალციხე“ საავტომობილო გზის ,,ზომლეთი- ლოდიძირის“ მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ოცდახუთმეტრიანი ზოლი), გარდა კურორტ გოდერძის ტერიტორიისა,  საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სანებართვო მოსაკრებელი პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლებისათვის, დამხმარე მეურნეობის სადგომებისა და სათავსებისათვის - 0.50 ლარი.

ა.მ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა- ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებელის გადახდა ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია.

ა.ნ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი შენობა ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობი მოსაკრებელი განისაზღვროს: 

- II კლასის ობიექტებისთვის 50 (ორმოცდაათი) ლარი;

- III კლასის ობიექტებისთვის 200 (ორასი) ლარი;

- IV კლასის ობიექტებისთვის 400 (ოთხასი) ლარი.

ბ) დასახელებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი:

ბ.ა) ერთ სულ მოსახლეზე- 0.20 ლარი. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

ბ.ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის-N3 დანართის შესაბამისად.


მუხლი 2. „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და  მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 16 ივლისი №20 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი,21/07/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016179) შევიდეს შემდეგი ცვლილებები.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის   პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპატიო ხულოელის წოდებას ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების წარდგინებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის   მე-5 პუნქტი   ამოღებული იქნას:

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის   მე-7 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ,,საპატიო ხულოელი“-ს წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 3.

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ე) მუნიციპალიტეტის მერს ;

ვ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;

ზ) შვიდკაციან  საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთოდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).

2. ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ან უფლებამისილ პირს რასაც წერილობით თან უნდა ახლდეს:

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის  ან პირების  რეკომენდაცია  წარდგენილი  კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ)  კანდიდატის  ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაშიხ ხოლო კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დამატებით უნდა იქნას წარდგენილი კანდიდატის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი და ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4

გ) კანდიდატის  წერილობითი თანხმობა „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე“


მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე