„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016342
46
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
300280000.16.009.016342
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №46

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა  და  წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილების (ვებგვერდი, 09/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016294) პირველი პუნქტით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება;“,

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე)  ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის შემცირება.“.

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოს მიერ მომარაგების საიმედოობის სტანდარტის შესრულება ფასდება:

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში – მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლით;

ბ) ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში – მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებლით.“.

გ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. წყვეტის აღდგენის საშუალო დრო

1. წყვეტის აღდგენის საშუალო დროის მაჩვენებელი განსაზღვრავს საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ გეგმური/არაგეგმური წყვეტის აღსადგენად გამოყენებულ საშუალო დროს, ერთ წყვეტაზე.

2. წყვეტის აღდგენის საშუალო დროის მაჩვენებელი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

დ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომხმარებელთა ინფორმირება მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე (საერთო სტანდარტი):

ა.ა) გეგმური წყვეტის შემთხვევაში – საწარმო ვალდებულია, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს, რომელთაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული აქვთ საწარმოსათვის, მათ მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით) აცნობოს შესაბამის არეალში დაგეგმილი  სარემონტო  სამუშაოების  შესახებ.  მომხმარებლის  ინფორმირება  უნდა  მოხდეს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით (24 საათით) ადრე. საწარმო ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა (მომხმარებელი მიიჩნევა ინფორმირებულად, თუ წყვეტა აღმოიფხვრა შეტყობინებაში მითითებულ დროში, არაუმეტეს 2-საათიანი ცდომილებით. ამასთან, თუ მომარაგების წყვეტა დაიწყო შეტყობინებაში მითითებულ დროზე ადრე, მომხმარებელი ინფორმირებულად არ ჩაითვლება). იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში საწარმომ ასევე უნდა გაავრცელოს ინფორმაცია მედიასაშუალებით,  „მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირობების შესაბამისად. თუ გარე მიზეზის გამო შეუძლებელია ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის გავრცელების ვადის დაცვა, საწარმო ვალდებულია მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე;

ა.ბ) არაგეგმური წყვეტის შემთხვევაში – საწარმო ვალდებულია, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს, რომელთაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული აქვთ საწარმოსათვის, მათ მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით) დაუყოვნებლივ, მაგრამ წყვეტის დასაწყისიდან არაუგვიანეს 3 საათისა, აცნობოს გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. მომხმარებელი მიიჩნევა ინფორმირებულად, თუ წყვეტა აღმოიფხვრა შეტყობინებაში მითითებულ დროში, არაუმეტეს 2-საათიანი ცდომილებით. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, საწარმომ ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

ე) მე-18 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

) 26-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია საწარმოს უდგენს მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლებს მისი მომსახურების არეალის თითოეულ რეგიონში ტერიტორიული უბნების მიხედვით:

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში - მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე (SAIDI);

ბ) ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში - მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებელზე (SAIFI).“.

ვ.ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.“.

ზ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლებზე საწარმოს ფინანსური წახალისების/სანქცირების გაანგარიშება

1. საწარმოს მომსახურების არეალის თითოეულ რეგიონში ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) გაუმჯობესების/გაუარესების მაჩვენებელი ტერიტორიული უბნების მიხედვით იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

2. ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე საწარმოს ფინანსური წახალისების ან სანქცირების ჯამური ოდენობა მის მომსახურების არეალის j-იური რეგიონისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

3. ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე საწარმოს ფინანსური წახალისების ან სანქცირების ჯამური ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის i-ური კალენდარული წელს იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

4. ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) მაჩვენებელზე ფინანსური წახალისების/სანქცირების ოდენობა განისაზღვრება ამ წესების №1 დანართის შესაბამისად.

5. საწარმოსთვის მომარაგების საიმედოობის გაუმჯობესების/გაუარესების გამო ფინანსური წახალისების/სანქცირების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 1%-ს.“.

თ) №1 დანართის:

თ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4

ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) შემცირება

თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს ან შეამციროს Q ფაქტორის შესაბამისად.

თ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5

ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) შემცირება

თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს/შეამციროს ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი  დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

ი) №2 დანართის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

7

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

8

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

“.

კ) №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

მიუწოდებელ ელექტროენერგიაზე წახალისების/სანქცირების განაკვეთის განსაზღვრა

 

1. მიუწოდებელ ელექტროენერგიაზე წახალისების/სანქცირების განაკვეთი, წყვეტის საშუალო ხანგრძლივობაზე ფინანსური მექანიზმის გაანგარიშების მიზნებისათვის, გამოითვლება შემდეგი წესით:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.

კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია