„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016343
47
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
300280000.16.009.016343
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №47

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008, №140, მუხ. 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-14 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

11 . განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

ბ) 251 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 26​1 მუხლებით, თუ ამ წესებით  მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.“.

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.“

გ) 27-ე მუხლის მე-4,  მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

5. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;

ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:

ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;

ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას  მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე ამ წესების №4 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 4

0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:

ძაბვის საფეხური (კვ)

 

სიმძლავრე

(კვტ)

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა

(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით

(ლარი)

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

0,4

1-10 (220 ვ.)

40

60

600

400

1-10

40

60

1800

1200

10-დან -30

40

60

7000

4700

30-დან-50

40

60

10500

7000

50-დან -80

40

60

13000

10500

80-დან – 100

40

60

14500

12000

100-დან-120

40

60

16500

14000

120-დან -150

40

60

18000

16000

150-დან -200

45

60

39000

23000

200-დან -320

60

90

56000

33000

320-დან -500

60

90

86000

50500

500-დან -800

90

110

136000

80000

800-დან -1000

90

110

170000

100000

6-10

1-500

60

90

96000

60500

500-დან -1000

90

110

180000

110000

1000-დან -1500

90

110

247000

137000

1500-დან -2000

90

110

319000

177000

2000-დან -3000

90

120

463500

257500

3000-დან -5000

90

120

749000

416000

ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „„მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ (დანართი №7) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 7

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ძაბვის საფეხური, კვ

გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე, კვტ

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა (სამუშაო დღე)

 

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური დღგის ჩათვლით, ლარი

0,4

1-10 (220 ვ)

15

200

1-10

15

350

10-დან -30

15

400

30-დან-50

15

500

50-დან -80

15

600

80-დან - 100

20

700

100-დან-120

20

800

120-დან -200

20

900

200-დან -320

20

1000

320-დან -500

20

1100

500-დან -800

25

1200

 800-დან -1000

25

1300

          1000-დან და მეტი კვტ

25

1300

6/10

1-500

20

1300

500-დან -1000

25

1300

         1000-დან და მეტი კვტ

25

2000

“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან..

კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია