„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 350090000.18.011.016429
258/04
30/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
350090000.18.011.016429
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №258/04

2019 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N145/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/07/2018; ს/კ: 350090000.18.011.016321) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესახებ, განსახორციელებელი საბროკერო საქმიანობების სახეების შესაბამისად.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ფინანსური მოთხოვნები

1. საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. იმ საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა, რომელიც განახორციელებს მხოლოდ  „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე საქმიანობას, უნდა შეადგენდეს 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საბროკერო კომპანიას უფლება არა აქვს განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულის გარდა სხვა სახის საბროკერო საქმიანობა, თუ ის არ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნას.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

5. საბროკერო კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ ან მე-2 პუნქტში მითითებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაცვა, განხორციელებული საბროკერო საქმიანობის სახეების შესაბამისად.

6.  საბროკერო კომპანიას საქმიანობის ყოველ ეტაპზე უნდა გააჩნდეს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ უზრუნველყოს საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა.”

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამდე სულ მცირე 10 სამუშაო დღით ადრე, თუ იგი:

ა) გადაწყვეტს ფილიალის გახსნას ან/და დახურვას;

ბ) გადაწყვეტს საფირმო სახელწოდების შეცვლას;

გ) გადაწყვეტს რეორგანიზაციას. აღნიშნულ შემთხვევაში საბროკერო კომპანიამ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ეხება რეორგანიზაცია და რა არის მისი განხორციელების მიზეზი. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას რეორგანიზაციაზე, თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს;

დ) გადაწყვეტს მმართველი ორგანოს წევრის შეცვლას;

ე) მისთვის მინიჭებული ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობების შესაბამისად გადაწყვეტს ახალი ტიპის საქმიანობის დაწყებას ან უკვე არსებული საქმიანობის შეწყვეტას.“.

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიას აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.