სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 670
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021690
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
670
31/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
280120000.10.003.021690
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2019 - 10/02/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №670

2019 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე  მუხლის  მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია




დანართი №1

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2020 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

პროგრამის ამოცანაა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებათა გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით.

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

1. პროგრამა მოიცავს როგორც პრევენციულ ისე მხარდაჭერით ქვეპროგრამებს, რომელთა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა;

ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

გ) ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა:

დ) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

ე) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ვ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.დ) ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ე) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ვ)ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;

კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

მ) სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

მ.ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

მ.ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით ურუნველყოფის კომპონენტი.

 ნ) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ო) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა.

 

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

1. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – 2020 წლის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება.

2. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს (შემდგომში – მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო).

3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2019 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2019 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2020 წელს, თუ 2020 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლებშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:

ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;

ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;

გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია 2019 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;

ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;

ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;

ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, ხოლო, თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამავდროულად არის შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, იგი მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

5. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2020 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, -ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).

7. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, 2020 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.

8. 2020 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.

9. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანომ უზრუნველყოს 2020 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2019 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2019 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2019 წლის ამოწურვამდე.

10. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაიწყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით. ამასთან:

ა) 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2019 წლის პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ამ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უწყვეტობისთვის განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, ამასთან:

ა.ა) შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი – 27 02 03) პროგრამა, ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა.ბ) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (N1.6.5 დანართი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არაუმეტეს 25000 ლარით;

ა.გ) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (N1.7 დანართი) შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარით;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

მუხლი 4. პროგრამის მოსარგებლეები

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მუხლი 5. პროგრამის ზედამხედველობა

1. მიმწოდებელის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელი.

2. კონტროლი მოიცავს:

ა) პროგრამის ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გაწეული მომსახურების (მიწოდებული საქონლის) შესაბამისობის დადგენას პროგრამით და/ან პროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ პირობებთან (მოცულობასთან);

ბ) პროგრამის ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილ ინფორმაციასთან შესაბამისობის შემოწმებას.

3. კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.

4. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული დოკუმენტაციის (მათ შორის ფინანსური) და/ან მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელთან დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს ქვეპროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება.

5. კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

6. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

7. იმ ქვეპროგრამების (კომპონენტების) მიმართ, რომელთა ფარგლებში მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ამ დადგენილებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობის პირობების მოქმედება ვრცელდება წინა წლების ქვეპროგრამების (კომპონენტების) მიმწოდებლებსა და მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

9. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოს პროგრამების ზედამხედველობისათვის საჭირო დამატებითი წესები და პირობები.

მუხლი 6. საჯარიმო სანქციები

1. კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით.

2. საჯარიმო სანქცი(ებ)ის გამოყენებასთან ერთად შესაძლებელია განიხილოს ორგანიზაციის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.

3. საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგი თვიდან.

4. პროგრამიდან გასვლა, ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან.

5. პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

6. ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება.

7. მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგი თვიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე.

 

მუხლი 7. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამების განხორციელების ვადაა 2020 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

დანართი 1.1

 

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას.

ბ) განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას (შესყიდვა და გადაცემა) მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

გ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პირელადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი:

ა) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;

ბ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

გ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

დ) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

ე) რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ვ) სადაც ცხოვრობს ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე;

ზ) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიულ ერთეულს.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით წარმოადგენს ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის ჩათვლით:

ა) რომელსაც აქვს წონის დეფიციტი, არასაკმარისი კვების გამო;

ბ) რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია;

გ) რომელიც განთავსებულია ნათესაურ მინდობით აღზრდაში;

დ) რომლის მშობელი/მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;

ე) რომლის მშობელი არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა დაწესებულება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;

ვ) რომლის მშობელი არის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა მომსახურება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;

ზ) რომელიც არის შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში, კვების ვაუჩერი გაიცემა სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით;

თ) რომლის ოჯახი, განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.

3. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვექვეპუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული უნდა იყოს, რომ წონის დეფიციტი გამოწვეულია არასაკმარისი კვების გამო;

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 300 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 900 000 ლარით, მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 400 000 ლარით.

2. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.

3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;

ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) ვაუჩერი გაიცემა ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ შეიძლება გაიცეს არაუმეტეს ექვსი ვაუჩერი;

დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

ე) ერთი ვაუჩერი ითვალისწინებს საკვები პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;

ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

4. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;

ბ) საქონლის მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის ერთი წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები/მინდობით აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის არაუმეტეს 36 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე;

დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

ე) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;

ვ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით;

ზ) გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

5. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო უზრუნველყოფს ბავშვების მშობლებზე ან კანონიერ წარმომადგენლებზე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი

1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირი.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

 

 დანართი 1.2

 

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

1. ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.

2. ქვეპროგრამის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.,

3. ადრეული ინტერვენციის პროცესი მოიცავს დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე, მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:

ა) მაძიებლის შესახებ ბაზისური ინფორმაციის (სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა, საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური სტატუსი, მომსახურებებში ჩართულობა და ა.შ.) მოპოვება, შეფასება და ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროების განსაზღვრა;

ბ) ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ბავშვსა და ოჯახზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის მომზადება და გადასინჯვა სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც უნდა მოიცავდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან და მოკლევადიან გაზომვად მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს;

გ) სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური, კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერების და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. 3 წლის ასაკის შესრულებამდე მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის, ასევე, 3-დან 7 წლამდე ასაკის იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. 3-დან 7 წლამდე ასაკის დანარჩენი ბენეფიციარებისთვის მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) ერთი წლის (თორმეტი თვის) განმავლობაში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს ასევე 8-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მეორე წლის (შემდეგი თორმეტი თვის) განმავლობაში – 6-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მესამე (24 თვის შემდგომი) და შემდეგი წლების (თვეების) განმავლობაში 4-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მ.შ. წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც;

დ) გასაწევი მომსახურება გულისხმობს:

დ.ა) 3 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას უპირატესად (უნდა აღემატებოდეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ს) ოჯახის პირობებში მშობლების/ძირითადი მომვლელების მონაწილეობით;

დ.ბ) 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, რომელიც სახლის გარდა შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა ან სხვა ადგილი, სადაც ბავშვი ატარებს დროის დიდ ნაწილს და ჯგუფურ მომსახურებას, მათ შორის, წყვილებში. საჭიროებიდან გამომდინარე (არაუმეტეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ისა), ინდივიდუალური მომსახურება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში, რაც გაწერილი იქნება ინდივიდუალურ გეგმაში. წყვილებში ან ჯგუფში მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ს და უნდა მიმდინარეობდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში მათი მშობლების/ძირითადი აღმზრდელების მონაწილეობით. ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა არის 5, რომლებთანაც მუშაობს სულ ცოტა 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი.

ე) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადება (მათ შორის – შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება);

ვ) ბავშვისა და მისი გარემოს ხელახალი შეფასება ადრეული ინტერვენციის სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში. შეფასებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და წარუდგენს დასკვნას მომსახურების გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების თაობაზე;

ზ) ბავშვისა და ოჯახის დახმარება, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სასწავლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღში ან სკოლაში) სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით;

თ) პროფესიული ზედამხედველობა და მხარდაჭერა, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ან/და მოწვეული პროფესიული ზედამხედველისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან).

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ, რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 14000 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს .

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა

თბილისი

6760

ქუთაისი

1600

ზუგდიდი

520

ლაგოდეხი

120

ქობულეთი

440

ბათუმი

680

მარნეული

280

ახალციხე

160

გორი

720

ბორჯომი

320

რუსთავი

640

ზესტაფონი

320

ოზურგეთი

160

მესტია

80

თელავი

960

გურჯაანი

80

ახმეტა

80

ყვარელი

80

 

14000

 

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

ე) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომლითაც დასტურდება, რომ მშობელი/მშობლები არის/არიან თანდაყოლილი სიყრუის მქონე პირ(ებ)ი.

3. ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურების მიღების მაძიებლების რეესტრი (ამ ქვეპროგრამაში შემდგომში – მაძიებლების რეესტრი) არის ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოთავსების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. უფლებამოსილი პირი ახორციელებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას.

5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

6. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ბავშვები, რომელთა განცხადებები მომსახურებაში ჩართვის თაობაზე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში შემოსულია 2019 წლამდე;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;

დ) ბავშვები, რომლებიც განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;

ვ) იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის მქონე ბავშვები;

ზ) ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები;

თ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

ი) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

კ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

7. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართვისა და სათანადო დასკვნის წარდგენის საფუძველზე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ასევე იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის მომსახურეობის გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების თაობაზე.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 200 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები გასული თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის თვის ტალონები. 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში – მიმწოდებელმა ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი შეფასების დამადასტურებელი საბუთი, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსმიერ განსაზღვრული წესით. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

5. ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

6. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 19 ლარი.

7. პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტი ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს და არ არის დამოკიდებული ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე, ფინანსდება თვეში 20 ლარით (ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან).

8. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

9. ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.3

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ბავშვის ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა, სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ღონისძიებები ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შემთხვევაში მოიცავს:

ა) ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა.ა) მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ ინდივიდუალური რეაბილიტაციაა/აბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), რომელიც ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას ერთი ათდღიანი კურსის განმავლობაში. აღნიშნული წლიური გეგმა დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;

ა.ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ფიზიოთერაპიის, აქვათერაპიის, ხელოვნებითი თერაპიისა და სპეციალური პედაგოგის მომსახურებას. აგრეთვე, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს – „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელს ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – ფიზიოთერაპიის, აქვათერაპიის, ხელოვნებითი თერაპიისა და სპეციალური პედაგოგის მომსახურებას) და სეანსის ჩატარება.

ბ) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;

გ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).

2. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) პროგრამის №3 დანართში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2019 წლის პროგრამის №1.3 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:

ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში;

გ) მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს);

გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ 2019 წლის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;

გ.ვ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

გ.ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით, ხოლო ერთიდაიგივე თარიღის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

გ.თ) ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

დ) ბენეფიციარმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა მიმართოს გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. მომსახურების მიმწოდებელთან ამ ვადის დარღვევით გამოცხადების შემთხვევაში ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება. ამ შემთხვევაში ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა უნდა მოხდეს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით.

ე) ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ არასაპატიო მიზეზით (გარდა საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისა) დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა უნდა მოხდეს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე, როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 440 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ბენეფიციარის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღისა (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე შემთხვევისა (მაგალითად, პოსტოპერაციული პერიოდი ან ოპერაციის შემდგომი პირველადი მიმართვა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს ოპერაციის ჩატარების თარიღიდან 1 წელს, რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით და შესაბამისი დოკუმენტაციით – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა). იმ შემთხვევაში, თუ კურსის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ჩატარდა ერთი კურსით გათვალისწინებული 22 სეანსი, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 15 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 330 ლარისა.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. წლის განმავლობაში ფინანსდება 11 000 კურსი. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე − არაუმეტეს 8 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;

ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.4

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ინდივიდუალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კურსის (შემდგომში – ინდივიდუალური კურსი) ფარგლებში, ქვეპროგრამის ღონისძიებებს საჭიროებისამებრ განეკუთვნება:

ა) ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტაცია;

ბ) ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება;

გ) ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება;

დ) სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილე.

2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ) მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);

გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

დ) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.

3. ამ ქვეპროგრამის მომსახურების მაძიებლები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

4. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზე.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.

2. 2020 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.

3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ ზრუნვის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის ზრუნვის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით.

ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

დანართი 1.5

 

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

1. ქვეპროგრამა წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია.

2. ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათიანი მომსახურება. ამასთან, ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები; 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი ჯანსაღი კვებით;

ბ) ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება.

2. შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ა) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია, ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფასა (6-დან 15 წლამდე, 15-დან 18 წლამდე, 18-დან 45 წლამდე და 45 წლის ზემოთ ასაკის) და მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფას. (ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება სამ პირს, მაშინ, მათი განთავსება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსაზღვრე ასაკობრივ ჯგუფში);

ბ) დღის ცენტრის ფუნქციონირების პროგრამის (კურიკულუმის) წარმოებას;

გ) ექვსთვიანი ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის შედგენას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართულნი არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, დამხმარე ასისტენტი და ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმოამდგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელებასა და განახლებას;

დ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობას;

ე) ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარებას;

ვ) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობას;

ზ) ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას (მათ შორის ადაპტური ავეჯი/ნივთები);

თ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას.

3. შშმ პირთა (შშმ ბავშვთა) დღის ცენტრების მომსახურება ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამატებით მოიცავს:

ა) 6-დან 15 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარებისთვის:

ა.ა) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას;

ა.ბ) სკოლაში ინკლუზიის ხელშეწყობასა და სკოლაში ჩარიცხული ბავშვების შესახებ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილი ფორმითა და დროის ინტერვალით (ამ ღონისძიების განხორციელება აუცილებელია ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფის შეუძლებლობის შემთხვევაშიც).

ბ) 15 – დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარებისთვის:

ბ.ა) პროფესიული უნარ-ჩვევების და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარებას;

ბ.ბ) ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;

ბ.გ) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას.

 გ) 18 – დან 45 წლამდე შშმ პირების შემთხვევაში:

გ.ა) პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციის, წინარე და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;

გ.ბ) პროფესიულ, საგანმანათლებლო და ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხვედრითი წილის გაზრდასა და ხელშეწყობას.

დ) 45 წელს ზემოთ შშმ ბენეფიციარების შემთხვევაში – დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების შენარჩუნების პარალელურად, პიროვნული ჰარმონიზაციისა და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფას.

ე) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური ჯანმრთლობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის, დღის ცენტრი დამატებით მოიცავს:

ე.ა) ბენეფიციარის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების შეფასებას;

ე.ბ) პაციენტის ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოგანათლებას;

ე.გ) ოჯახის წევრების/მზრუნველების ფსიქოგანათლებას;

ე.დ) ინდივიდულაურ და ჯგუფური თერაპიას;

ე.ე) სოციალურ უნარ-ჩვევათა დასწავლა/აღდგენას – ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიების სახით;

ე.ვ) კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დასწავლას.

4. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ა) ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;

ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

გ) თვითმომსახურების უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;

დ) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ე) ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას;

ვ) ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);

ზ) 6 – დან 15 წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების შემთხვევაში – განვითარების სტიმულირებასა და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარებას;

თ) 15 – დან 18 წლამდე ბენეფიციართა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიციარებისთვის აქცენტი კეთდება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან ნათესაურ მინდობით აღზრდაში. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 619-ს;

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის ბავშვები, რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები, ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1059-ს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 781-ს;

დ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში), ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის ბავშვები, რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები, ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 58-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 300 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ხოლო შშმ პირებზე, (მათ შორის, შშმ ბავშვებზე) შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 336 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 525 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 8 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 16 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 25 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ -კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

ე) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა აცნობოს თითოეული კონკრეტული ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ბენეფიციარზე გაცემული ვაუჩერი წარდგენილ იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო;

ვ) შშმ ბავშვთა/პირთა დღის ცენტრების შემთხვევაში, ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის
მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის
მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის
მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

თბილისი

292

242

431

42

ქ. ქუთაისი

55

75

70

16

ქ. რუსთავი

29

15

44

 

ქ. ბათუმი

 

50

 

 

გორის მუნიციპალიტეტი

70

30

30

 

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

25

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

 

26

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

15

40

30

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

თელავის მუნიციპალიტეტი

 

23

38

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

14

33

 

ქ. ფოთი

 

25

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

25

14

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი

 

45

28

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

 

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

 

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

 

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

 

 

ქ. წნორი

 

19

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

10

 

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

20

 

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

14

 

ახმეტის მუნიციპალიტეტი

 

 

15

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი გარდა ქ. წნორისა

 

11

 

 

მარნეული მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტი

 

30

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტი

 

8

8

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

 

 

10

 

ხობის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

სულ

619

1059

781

58

 

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

დანართი 1.6

 

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ) ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

მუხლი 3. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი ან დაფინანსებული დამხმარე საშუალებების განაწილების წესი

1. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4, 1.6.5 და 1.6.6 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4, 1.6.5 და 1.6.6 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2 (გარდა ორთეზისა), 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია, თუ წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.

4. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

5. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;

ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.

6. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და/ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

7. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღების უფლების მქონე პირები, შემდეგი რიგითობით:

ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები. ამ შემთხვევაში, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი სპეციალიზებული დაწესებულების მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა მექანიკური სავარძელ-ეტლისა, პროთეზისა, ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, თვალის პროთეზის, უსინათლოთა ხელჯოხისა,გადასაადგილებელი ჩარჩოს; მხოლოდ 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის – სმენის აპარატისა) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, დასაშვებია ამ პირის სასარგებლოდ, დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ, ხელმძღვანელი ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალიზებული დაწესებულების მიმართვის დაკმაყოფილება სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები (გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობისარქონისას), გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;

 გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

დ) ამ დადგენილების დანართი 1.6.5-ით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში:

დ.ა) შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

დ.ბ) შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

დ.გ) მაძიებლები, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობით.

ე) 18 წლამდე ასაკის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

ვ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;

ზ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ზ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ზ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ზ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ზ.დ) ასაკით პენსიონერები.

თ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ი) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

კ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ლ) ასაკით პენსიონერები;

მ) ბენეფიციარები, მიუხედავად ამ პუნქტით განსაზღვრული რიგითობისა (გარდა 25 წლამდე ასაკის და სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების), რომლებსაც ანალოგიური დამხმარე საშუალება მიღებული აქვთ 2018 ან 2019 წლების (ელექტროეტლის შემთხვევაში – ასევე, 2015, 2016 და 2017 წლის) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

ნ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთიდაიმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

დანართი 1.6.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა

დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა, შშმ პირების დასაქმებისა და სავარძელ-ეტლების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში – სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა;

გ) სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა;

დ) გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;

ე) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) – მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;

ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, დამატებით:

ვ.ა) ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა ხორციელდება ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე;

ვ.ბ) მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;

ვ.გ) ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს;

ვ.დ) ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W;

ვ.ე) დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ;

ვ.ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს ბენეფიციარისთვის გადაცემა.

ზ) 2020 წლის პროგრამის ფარგლებში, ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი მექანიკური ან ელექტრო სავარძელ-ეტლი.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე პირები, მათ შორის, შშმ პირები და 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელი დოკუემნტის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება, ხოლო 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ელექტრო სავარძელ-ეტლით დამოუკიდებლად სარგებლობის უნარების შეფასების შედეგები;

დ) მექანიკური სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში − დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებლის სამედიცინო დიაგნოზი შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №4 დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალს. ამასთან, მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული მექანიკური სავარძელ-ეტლის საჭიროება. ამასთან, მექანიკური სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო;

ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 934 200 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 574200 ლარით,

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 720 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 4785 ლარს.

6. სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს.

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) – მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით;

გ) ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – ელექტრო სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) – სავარძელ-ეტლის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოში აწარმოებს სავარძელ-ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს აღემატება და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით;

ბ) ბენეფიციარის საჭიროების განსაზღვრისათვის, სავარძელ-ეტლის მორგებისა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრენინგის შინაარსს;

გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტს განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.6.2

 

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;

ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;

გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;

დ) თვალის პროთეზის (სტანდარტული ან ინდივიდუალური) შერჩევა/დამზადება და მორგება (თვალის ღრუს ეგზოპროთეზირება);

ე) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, ხოლო თვალის პროთეზის შემთხვევაში, 24 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან გაუფრთხილებლობას;

ვ) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები);

ბ) ანოფთალმიის (ICDკოდი-10- Q11.1) და მიკროფთალმიის (ICD-10კოდი- Q11.2) მქონე პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა თვალის პროთეზისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);

გ) თვალის პროთეზის შემთხვევაში პირზე გაცემული სამედიცინო ფორმა 100/ა, ხოლო სხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შემთხვევაში – პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2 (ან პირზე გაცემული სამედიცინო ფორმა 100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

დ.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 682 000 ლარით, მათ შორის, თვალის პროთეზირებისთვის არაუმეტეს − 14 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)

I. პროთეზირება

 

1. ქვედა კიდურის პროთეზირება

 

1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით

1000

1.2. მუხლს ქვედა პროთეზი

 

1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში – ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით

2900

1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე 

1790

1.2.3. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას

 

1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით

3300

1.4. მუხლს ზედა პროთეზი

 

1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18 თვიანი გარანტიით

3950

1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე

2780

1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

2. ზედა კიდურის პროთეზირება

 

2.1. იდაყვს ზედა პროთეზი

 

2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

3340

2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი

 

2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

2500

2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

1300

II. ორთეზირება

 

1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

140

2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

840

3. მუხლის ორთეზი

700

4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

990

5. ორთეზი იდაყვს ქვედა

100

6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

180

7. ორთეზი კისრის დონეზე

150

8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე

700

9. ორთეზი წელის დონეზე

575

III. თვალის პროთეზირება

 

1. თვალის სტანდარტული პროთეზი

280

 

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს.

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტს განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.6.3

 

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) არანაკლებ 1 400 ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას;

ბ) ციფრული აპარატის მორგებას;

გ) ციფრული სმენის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

დ) გაცემული ციფრული სმენის აპარატის უფასო საგარანტიო მომსახურებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ (მათ შორის, შშმ ბავშვები და 5 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვები) და ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, გარდა ხანდაზმული პირისა და 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა, რომლებიც აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა); ამასთან, ხანდაზმული პირის შემთხვევაში, აღნიშნულ ცნობაში დიაგნოზი მითითებული უნდა იყოს „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად: ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის.

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 378 000 ლარით.

2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

1. კომპონენტის განმახორციელებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

2. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 

დანართი 1.6.4

 

ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი

 

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 20ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუის ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი – სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი – ფორმა №IV-50/4;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი – ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხის.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 6000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სმარტფონის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სმარტფონის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.

6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სმარტფონის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტს განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.6.5

 

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 30 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;

ბ) რეაბილიტაციას.

2. რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 18 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

ა) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას (ინტრაოპერაციულად და პოსტოპერაციულად), მათ შორის, იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც წინა წლებში ჩატარებული აქვთ კოხლეარული იმპლანტაცია;

ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენეფიციარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის/მინდობით აღმზრდელისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც წინა წლებში ჩატარებული აქვთ კოხლეარული იმპლანტაცია;

გ) იმ ბენეფიციართათვის, რომელთა მიმართ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება დაწყებულია წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში და არ არის დასრულებული ამ პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, ამავე პუნქტით დადგენილი სარეაბილიტაციო კურსის რაოდენობა განისაზღვრება წინა წლებში მიღებული მომსახურების რაოდენობის გამოკლებით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:

ა) შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია;

გ) ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპლანტი და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებს;

დ) ის პირები, რომლებსაც კოხლეარული იმპლანტაცია ჩატარებული აქვთ სახელმწიფო პროგრამისგან დამოუკიდებლად და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებას.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და/ან მომსახურების მიღების მოთხოვნით, პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის საჭიროება (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის შემთხვევაში);

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 854 300 ლარით.

2. შესაბამის საქონელს და მომსახურებას შეისყიდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება – 39 500 ლარს;

ბ) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს – 4 500 ლარისა. ამასთან, ერთი პროცედურის (მანიპულაციის) ღირებულება შეადგენს 500 ლარს.

გ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 3 000 ლარს. ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების შემთხვევაში, დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რისთვისაც მიმწოდებელი მომსახურების თვის შემდგომი თვის 15 რიცხვამდე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი

1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს დადებული აქვს ხელშეკრულება, კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ასევე პირი, რომელიც რეგისტრირებულია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ მომსახურების მიმწოდებლად.

3. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ელექტრონული ტენდერის პროცედურების დასრულებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანომ უზრუნველყოს ხელშეკრულების გაგრძელება/გაფორმება იმავე მიმწოდებელთან, რომელიც ამ მომსახურებას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულების ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 25 000 ლარით.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

1. კომპონენტის განმახორციელებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

2. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 

 დანართი 1.6.6

 

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის წინა წლებში კომპონენტის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალებების გაცემა. ამასთან, სხვადასხვა პარამეტრების (ზომის ან სხვა მახასიათებლების) მქონე ერთიდაიგივე სახეობის დამხმარე საშუალების შემთხვევაში, ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენლს შეუძლია თავად მოირგოს/აირჩიოს სასურველი პარამეტრების დამხმარე საშუალება.

 

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე შშმ პირები და ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან);

ბ) უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხვედველობადაქვეითებული შშმ პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

გ) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით (გარდა, უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ იმ პირებისა/ბავშვებისა, რომელთა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პირები/ბავშვები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები);

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

 

მუხლი 4. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

მუხლი 5. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტის განმახორციელებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.7

 

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);

ბ) სურდოთარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა;

გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულები);

დ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით, ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახებ და საჯარო დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას;

ე) ყოველთვიურად, მომსახურების გაწევის შემდგომი თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში გაწეული მომსახურების თაობაზე, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ყრუ პირები.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 48 000 ლარით.

2. შესაბამის მომსახურებას შეისყიდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს დადებული აქვს ხელშეკრულება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

2. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 

დანართი 1.8

 

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

 ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

          მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;

გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;

ე) გადაუდებელ შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას;

ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფას.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;

ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 600 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს ქ. ქუთაისში, 63 პირს ქ. თბილისში და 10 პირს ქ. ხაშურში.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 19 ლარს, ხოლო შშმ ბავშვის შემთხვევაში – 30 ლარს, შშმ დედის შემთხვევაში – 20 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (19 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება 50%-ით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

 

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.9

 

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მინდობით აღმზრდელთან განთავსების გზით ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა, ასევე, სრულწლოვანების შემდეგ მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებელე პირისათვის მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და განათლების უფლების რეალიზებაში ხელშეწყობის მიზნით.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის ხელშეწყობას;

ბ) ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფას;

გ) ბავშვის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობას;

დ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირებული მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისად.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 700 000 ლარით.

2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირების რეგისტრირება, შერჩევა და სხვა თანმდევი საკითხები რეგულირდება მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.10

 

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

 ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, ასევე, სრულწლოვანების შემდეგ ამ ქვეპროგრამით მოსარგებელე პირისათვის მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და საშუალო განათლების მიღებაში ხელშეწყობის მიზნით.

 

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მინიმუმ ოთხჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

დ) ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;

ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);

ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;

თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა;

ი) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;

ლ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;

მ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

ნ) საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრიაციო ზონაში მდებარე დასახლებაში, ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში, 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

ნ.ა) შესაბამის კურორტამდე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრიაციო ზონაში მდებარე დასახლებებამდე და უკან ტრანსპორტირებასა და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ნ.ბ) მინიმუმ ოთხჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ნ.გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას;

ნ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.

ო) შშმ ბავშვის შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ო.ა) ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;

ო.ბ) დამატებითი პერსონალის (მომვლელის) მიერ ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ო.გ) შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 600 000 ლარით.

2. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 30 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 20 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:

 

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

1

ქ. თბილისი

104

2

ქ. რუსთავი

8

3

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

18

4

მცხეთის მუნიციპალიტეტი

20

5

ქ. ქუთაისი

57

6

ხონის მუნიციპალიტეტი

10

7

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

8

8

საჩხერის მუნიციპალიტეტი

8

9

ქ. ბათუმი

6

10

თელავის მუნიციპალიტეტი

25

11

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

12

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

16

13

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

8

14

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

16

15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

8

16

გორის მუნიციპალიტეტი

10

17

ხაშურის მუნიციპალიტეტი 

20

სულ

 

352

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.11

 

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

 

            ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ-განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა:

ა.ა) ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება;

ა.ბ) სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება/ვიზიტების განხორციელება;

ა.გ) ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება და სოციალური სამუშაოს განხორციელება;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზება;

ა.ე) ბავშვის პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა და მისი დაცვის ხელშეწყობა;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება;

ა.ზ) ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგება;

ა.თ) ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს პირველადი შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.ი) მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი.

ბ) დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;

ბ.გ) პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;

ბ.დ) ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას;

ბ.ე) კრიზისული სიტუაციების მართვას;

ბ.ვ) ბენეფიციართათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას;

ბ.ზ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას (ფორმალურ საგანამანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას);

ბ.თ) არაფორმალური განათლების მიწოდებას;

ბ.ი) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას;

ბ.კ) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარებისა და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას.

გ) სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება, რაც მოიცავს:

გ.ა) ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, მზრუნველი გარემო);

გ.ბ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;

გ.გ) ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ ოთხჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

გ.დ) კრიზისული სიტუაციების მართვას – სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქოსოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია;

გ.ე) ბენეფიციართათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებასა და მომზადებას სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ განსათავსებლად;

გ.ვ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

გ.ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;

გ.თ) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას);

გ.ი) ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;

გ.კ) ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას, მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

გ.ლ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

გ.მ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;

გ.ნ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 000 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი მობილური ჯგუფები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ერთი მობილური ჯგუფის მომსახურებისთვის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 3 300 ლარს, რომელიც მიმწოდებელს აუნაზღაურდება მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. ამასთან, მობილური ჯგუფის მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ანგარიშის წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

3. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა, დღის ცენტრის და თავშესაფრის შემთხვევაში, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და უფლებამოსილი უფროსი სოციალური მუშაკის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მონაცემები მომსახურების თვეში დაწესებულების მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს:

ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 10 ლარს;

ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 22 ლარს.

გ) ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 5 ლარით, თავშესაფარში – დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 22 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

1. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებლები არიან:

ა) უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, World Vision International-ის ფილიალი საქართველოში – 3 მობილური ჯგუფი;

ბ) ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი – 2 მობილური ჯგუფი;

გ) ა(ა)იპ – ბავშვი და გარემო – 1 მობილური ჯგუფი.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

2. ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 

დანართი 1.12

 

სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ღონისძიებები ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში მოიცავს:

ა) საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

გ) დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას და განხორციელებას;

დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევას, სწავლებას და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას);

ე) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას.

2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში ღონისძიებები მოიცავს:

ა) არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენას და ამ გეგმის შესაბამისად ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;

გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;

დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

ე) საყოფაცხოვრებო (მ.შ. თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;

ვ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით ხელობის შერჩევა, სწავლების და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);

ზ) ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

თ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ი) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელებას.

 

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობის და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლის და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფში არ მოიაზრება პირები: მძიმე კოგნიტიური დარღვევებით (F01-F05, F73-F79), მწვავე ინფექციური დაავადებით, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, აქტიური სიფილისით, კანის გადამდები დაავადებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას ან პალიატიურ ზრუნვას. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 280-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58 -ს.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 830 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.13

 

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;

ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას და ამასთანავე, ამავე გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის),– მომსახურებას, სულ – თვეში არანაკლებ 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში შედის:

ბ.ა) ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება/განხორციელება;

ბ.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

ბ.გ) ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ბ.დ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;

ბ.ე) ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;

ბ.ვ) ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;

ბ.ზ) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ბ.თ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 50 ბავშვისა ქ. თბილისში, არაუმეტეს 10 ბავშვისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და არაუმეტეს 10 ბავშვისა თელავის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანოთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება). მომსახურებაში ჩართვისათვის პირველადად მიმართვის შემთხვევაში, თუ შშმ ბავშვს აღნიშნული სტატუსი ერჯერადად 18 წლამდე გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და მომსახურების საჭიროების დასაბუთების შესახებ, არ არის საკმარისი ამ ქვეპროგრამის მომსახურებაში ჩასართავად, აღნიშნულ ფორმასთან ერთად შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2 -სთვის ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის პირველად შეფასებას და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;

ბ) პირველადი შეფასების მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილი ფორმით.

4. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მომართვის და დასკვნის საფუძველზე, ბავშვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით. პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

 ბ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

 გ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

დ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 252 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასების და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელის, განვითარების სპეციალისტის და მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. მომსახურება ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით 7 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარისა.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. ზედიზედ 60 დღის მანძილზე ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

7. 18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება წყდება, თუკი:

ა) მოხდა ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო სისტემაში ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;

ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, რაც სცილდება მომსახურების არეალს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში რეგისტრირებული პირი.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

დანართი 1.14

 

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

            ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში მოვლისა და აღზრდის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფა;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

დ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი, ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;

ე) მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ყოველდღიური ზრუნვა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და შესაბამისი უნარების განვითარება;

ვ) სათანადო სამედიცინო ზრუნვის განხორციელება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში – ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;

თ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესება;

ი) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ლ) ბენეფიციარის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფილიალის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება.

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 255 500 ლარით.

2. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 50 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 25 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ.

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.

 

 დანართი №2

 

ბავშვთა ადრეული ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):

 

კლასი 1. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები:

A81.1 ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი

კლასი 2. სიმსივნეები:

C71.6 ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნე

კლასი 3. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები

D53.0 ცილა-დეფიციტური ანემიები

D82.1 დი ჯორჯის სინდრომი

კლასი 4. ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები

E00.0 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, ნევროლოგიური ფორმა

E00.1 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, მიქსედემური ფორმა

E00.2 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, შერეული ფორმა

E00.9 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, დაუზუსტებელი

E03.0 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი დიფუზური ჩიყვით

E03.1 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ჩიყვის გარეშე

E22.0 აკრომეგალია და ჰიპოფიზური გიგანტიზმი

E23.0 ჰიპოპიტუიტარიზმი

E26.8 ჰიპერალდოსტერონიზმის სხვა ფორმები

E34.8 სხვა დაზუსტებული ენდოკრინული მოშლილობები

E70.0 კლასიკური ფენილკეტონურია

E70.2 თიროზინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E71.0 „ნეკერჩხლის სიროფის” ავადმყოფობა

E71.1 განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E71.3 ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.0 ამინომჟავების ტრანსპორტის დარღვევები

E72.1 გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.2 შარდოვანას ციკლის მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.3 ლიზინისა და ჰიდროქსილიზინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.5 გლიცინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E74.0 გლიკოგენის დაგროვების ავადმყოფობა

E74.2 გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევები

E75.0 GM2 განგლიოზიდოზი

E75.1 სხვა განგლიოზიდოზები

E75.2 სხვა სფინგოლიპიდოზები

E75.3 სფინგოლიპიდოზი, დაუზუსტებელი

E75.4 ნეირონების ლიპოფუსცინოზი

E75.5 ლიპიდების დაგროვებით მიმდინარე სხვა ავადმყოფობები

E76.3 მუკოპოლისაქარიდოზი, დაუზუსტებელი

E77.0 ლიზოსომური ფერმენტების პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციის დეფექტები

E77.1 გლიკოპროტეინის დაშლის დეფექტები

E78.8 ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E79.1 ლეშ-ნიჰენის სინდრომი

E83.0 სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევები

კლასი 5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

F70- F79 გონებრივი ჩამორჩენილობა

F80 – F89 ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები

F90-F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევისა და ემოციური აშლილობანი.

კლასი 6. ნერვული სისტემის დაავადებები

G11.8 სხვა მემკვიდრული ატაქსიები

G12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

G24.1 იდიპათიური ოჯახური დისტონია

G24.8 სხვა დისტონიები

G31.8 ნერვული სისტემის სხვა დაზუსტებული დეგენერაციული ავადმყოფობები

G40.1 ლოკალიზებული (ადგილობრივი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები მარტივი პარციული გულყრებით

G40.2 ლოკალიზებული (კეროვანი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით

G40.3 გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები

G40.4 გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები

G40.8 ეპილეფსიის სხვა დაზუსტებული ფორმები

G40.9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი

G60.0 მემკვიდრული მოტორული და სენსორული ნეიროპათია

G70.0 Myasthenia gravis

G71.0 კუნთოვანი დისტროფია

G71.1 მიოტონიური დაზიანებები

G71.2 თანდაყოლილი მიოპათიები

G80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა

G80.1 სპასტიური დიპლეგია

G80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია

G80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები

G80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი

G81.9 ჰემიპლეგია, დაუზუსტებელი

G82.2 პარაპლეგია

G82.5 კვადრიპლეგია

G83.0 ზედა კიდურების დიპლეგია

G83.1 ქვედა კიდურის მონოპლეგია

G83.2 ზედა კიდურის მონოპლეგია

G83.8 დამბლის სხვა დაზუსტებული პარალიზური სინდრომები

G83.9 დამბლის სინდრომი, დაუზუსტებელი

G90.1 ოჯახური დისავტონომია (რაილი-დეის)

G91 ჰიდროცეფალია (G91.0- G91.9)

G92 ტოქსიკური ენცეფალოპათია

G93.1 თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

G93.4 ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი

G93.8 თავის ტვინის სხვა დაზუსტებული დაზიანებები

G95.0 სირინგომიელია და სირინგობულბია

კლასი 7. თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები

H47.0 მხედველობის ნერვის ავადმყოფობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

კლასი 9. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა (I61.0- I61.9)

კლასი 11. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

K44.9 დიაფრაგმული თიაქარი გაუვალობის ან განგრენის გარეშე

K91.2 პოსტოპერაციული მალაბსორბცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

კლასი 12. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

L91.8 კანის სხვა ჰიპერტროფიული დაზიანებები

კლასი 13. ძვალ – კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები

M08. იუვენილური ართრიტები (M08.0 – M08.4)

M21.1 ვარუსული დეფორმაცია, რომელიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში

M21.5 შეძენილი ბრჭყალისებრი მტევანი, ხელმრუდობა, ღრუიანი (მაღალი თაღით) ტერფი და ტერფმრუდობა

M61.0 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, ტრავმული

M61.1 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, პროგრესული

კლასი 16. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობები

P02.8 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული ქორიონისა და ამნიონის სხვა ანომალიებით

P02.9 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული ქორიონისა და ამნიონის ანომალიებით, დაუზუსტებელი

P04.3 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული დედის მიერ ალკოჰოლის გამოყენების გამო

P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.1 კლუმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.3 მხრის წნულის სხვა სამშობიარო ტრავმები

P35.1 თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია

P52.2 ნაყოფის და ახალშობილის პარკუჭშიდა (არატრავმული) სისხლჩაქცევა, III ხარისხის

P91.2 ახალშობილთა ცერებრული ლეიკომალაცია

P91.9 ახალშობილთა ტვინის დარღვევა, დაუზუსტებელი

P94.2 თანდაყოლილი ჰიპოტონუსი

P96.1 წამლისმიერი აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებში, განპირობებული დედის ნარკომანიით

P96.2 აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებისთვის სამკურნალწამლო საშუალებების შეყვანის შემდეგ

კლასი 17. თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები

Q00.0 ანენცეფალია

Q01 ენცეფალოცელე (Q01.0- Q01.9)

Q02 მიკროცეფალია

Q03.1 მაჟანდისა და ლუშკას ხვრელის ატრეზია

Q03.9 თანდაყოლილი ჰიდროცეფალია, დაუზუსტებელი

Q04.0 კორძიანი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

Q04.2 ჰოლოპროზენცეფალია

Q04.3 თავის ტვინის სხვა რედუქციული დეფორმაციები

Q04.4 სეპტურ-ოპტიკური დისპლაზია

Q04.6 თანდაყოლილი ცერებრული კისტები

Q04.9 თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

Q05 Spina bifida (Q05.0- Q05.9)

Q06.2 დიასტემატომიელია

Q07.0 არნოლდ-კიარის სინდრომი

Q07.9 ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

Q11.1 ანოფთალმის სხვა სახე

Q11.2 მიკროფთალმი

Q14.0 მინისებრი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

Q15.8 თვალის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q26.8 მსხვილი ვენების სხვა თანდაყოლილი ანომალიები

Q35.1 მაგარი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

Q35.3 რბილი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

Q35.5 მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით, ცალმხრივი

Q35.7 ნაქის ნაპრალი

Q35.9 სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი

Q36.0 ტუჩის ნაპრალი, ორმხრივი

Q36.1 ტუჩის ნაპრალი, შუა

Q36.9 ტუჩის ნაპრალი, ცალმხრივი

Q37. სასის ნაპრალი ტუჩის ნაპრალთან ერთად (Q37.00 Q37.9)

Q43.0 მეკელის დივერტიკული

Q66.8 ტერფების სხვა თანდაყოლილი დეფორმაციები

Q67.3 პლაგიოცეფალია

Q68.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი დეფორმაციები

Q71.6 კიბორჩხალის მარწუხისებრი ხელი

Q71.0 ზედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

Q72.0 ქვედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

Q73.0 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი არარსებობა

Q73.1 ფოკომელია, დაუზუსტებელი, კიდურ(ებ)ის

Q73.8 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის სხვა რედუქციული დეფექტები

Q74.3 თანდაყოლილი მრავლობითი ართროგრიპოზი

Q74.8 კიდურ(ებ)ის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q75.1 ქალა-სახის დიზოსტოზი

Q75.4 სახე-ქვედა ყბის დიზოსტოზი

Q76.4 ხერხემლის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სკოლიოზთან

Q77.0 აქონდროგენეზია

Q77.1 სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაბალი აღნაგობა

Q77.3 წერტილოვანი ქონდროდისპლაზია

Q77.4 აქონდროპლაზია

Q77.5 დისტროფიული დისპლაზია

Q77.8 სხვა ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით

Q77.9 ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით, დაუზუსტებელი

Q78.0 არასრული ოსტეოგენეზი

Q78.1 პოლიოსტური ფიბროზული დისპლაზია

Q78.9 ოსტეოქონდროდისპლაზია, დაუზუსტებელი

Q79.0 თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი

Q79.3 გასტროშიზი

Q79.4 „ჩამოვარდნილი მუცლის” სინდრომი

Q79.6 ელერს-დანლოს სინდრომი

Q80.4 ნაყოფის იქთიოზი [„ნაყოფი-არლეკინი”]

Q80.8 სხვა თანდაყოლილი იქთიოზი

Q82.1 პიგმენტური ქსეროდერმა

Q85.0 ნეიროფიბრომატოზი (არაავთვისებიანი)

Q85.1 ტუბეროზული სკლეროზი

Q85.8 სხვა ფაკომატოზები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q86.0 ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (დიზმორფია)

Q87.0 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად სახის დაზიანებით

Q87.1 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან

Q87.2 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად კიდურების დაზიანებით

Q87.3 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, გამოხატული გიგანტიზმით

Q87.4 მარფანის სინდრომი

Q87.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q89.7 მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q89.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q89.9 თანდაყოლილი ანომალიები, დაუზუსტებელი

Q90 დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9)

Q91 ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 – Q91.7)

Q92 აუტოსომბის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9)

Q93 აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში ( Q93.0- Q93.9)

Q95 ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 – Q95.9)

Q96 ტერნერის სინდრომი (Q96.0 – Q96.9)

Q97 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, ქალის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q97.0 – Q97.9)

Q98 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, კაცის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q98.0 – Q98.9)

Q99 სხვა ქრომოსომული დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q99.0 – Q99.9)

კლასი 18. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში

R47.0 დისფაგია და აფაზია

R56.0 კონვულსიები ცხელების დროს

R56.8 დაუდგენელი და სხვა კონვულსიები

R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება

R62.8 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები

R62.9 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების დარღვევა, დაუზუსტებელი

კლასი 19. დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები

S12.0 კისრის პირველი მალის მოტეხილობა

S12.1 კისრის მეორე მალის მოტეხილობა

S12.2 კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა

S12.8 კისრის სხვა ნაწილების მოტეხილობა

S12.9 კისრის მოტეხილობა, დაუზუსტებელი ნაწილი

S14.3 მხრის წნულის ტრავმა

S14.1 ზურგის ტვინის კისრის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმები

S22.0 გულმკერდის მალის მოტეხილობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

S24.1 ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმა

S32.0 წელის მალის მოტეხილობა

S32.1 გავის მოტეხილობა

S32.2 კუდუსუნის მოტეხილობა

S34.1 ზურგის ტვინის წელის ნაწილის სხვა ტრავმა

Z45.3 იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის დაყენება და რეგულაცია.

 

 დანართი №3

 

 

ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):

 

            განვითარების ზოგადი აშლილობანი F84

F84.2 რეტის სინდრომი

ბავშვთა ცერებრული დამბლა G 80

G 80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა

G 80.1 სპასტიური დიპლეგია

G 80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია

G 80.3 დისკინეზური ცერებრული დამბლა

G 80.4 ატაქსიური ცერებრული დამბლა

G 80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები (შერეული სინდრომები)

G 80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი.

სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომები G12.

G 12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

G 12.1 სხვა მემკვიდრული სპინური კუნთოვანი ატროფიები:

ბავშვთა პროგრესული ბულბარული დამბლა (ფაციო-ლონდეს)

სპინური კუნთოვანი ატროფია:

- მოზრდილთა ფორმა,

- ბავშვთა ფორმა, ტიპი II

- დისტალური

- იუვენალური ფორმა ტიპი III (კუგელბერგ-ველანდერის)

- სკაპალურ-პერონეული ფორმა

G 12.2 მოტორული ნეირონის ავადმყოფობა:

მოტორული ნეირონის ოჯახური ავადმყოფობა

გვერდითი სკლეროზი:

- ამიოტროფული

- პირველადი

- პროგრესული

- ბულბარული დამბლა

- სპინური კუნთოვანი ატროფია:

G 12.8 სხვა სპინური კუნთოვანი ატროფიები და მონათესავე სინდრომები

G 12.9 სპინური კუნთოვანი ატროფია, დაუზუსტებელი.

· კუნთების პირველადი დაზიანებები G 71

G 71.0 კუნთოვანი დისტროფია

G 71.1 მიოტონური დაზიანებები

G 71.2 თანდაყოლილი მიოპათიები

G 71.9 დაუზუსტებელი

• ჰემიპლეგია G 81

G 81.0 დუნე ჰემიპლეგია

G 81.1 სპასტიკური ჰემიპლეგია

G 81.9 ჰემიპლეგია დაუზუსტებელი

· პარა და ტეტრაპლეგია, G 82

G 82.0 დუნე პარაპლეგია

 G 82.1 სპასტიკური პარაპლეგია

 G 82.2 პარაპლეგია დაუზუსტებელი

 G 82.3 დუნე ტეტრაპლეგია

 G 82.4 სპასტიკური ტეტრაპლეგია

 G 82.5 ტეტრაპლეგია დაუზუსტებელი

· ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები G 09

გამოიყენება იმ მდგომარეობათა შემთხვევებში, როდესაც „შედეგი“ მოიცავს მოგვიანებით ეფექტებს ან დაავადების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მდგომარეობებს.

• სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები I69

 I69.0 სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შედეგები

 I69.1 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის შედეგები

 I69.2 სხვა არატრამვული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის შედეგები

 I69.3 ტვინის ინფარქტის შედეგები

 I69.4 ინსულტის შედეგები

 I69.8 სხვა დაუზუსტებელი ცერებროვასკულარული ავადმყოფობის შედეგები.

• ანთებითი პოლინეიროპათიები G 61

G 61.0 გიიენ-ბარეს სინდრომი

G 61.1 შრატისმიერი ნეირიპათია

G 61.8 სხვა ანთებითი პოლინეიროპათიები

G 61.9 ანთებითი პოლინეიროპათია, დაუზუსტებელი

• პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები P14

P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.1 კლიმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.2 დიაფრაგმის ნერვის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.3 მხრის წნულის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.8 პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა ნაწილების სამშობიარო ტრავმა

P14.9 პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმა, დაუზუსტებელი

R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება.

 

დანართი №4

 

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში მექანიკური სავარძელ-ეტლის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმები (სამედიცინო დიაგნოზები):

 

ა) გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;

ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

ვ) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

ზ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.